სამშენებლო-დეველოპერული კომპანია არსის“ გენერალური დირექტორის ბესო ორთოიძის შეფასებითყოველთვის სჯობსბიზნესი პესიმისტური სცენარისთვის იყოს მზად“ამ მიდგომით ხსნის ბესო ორთოიძე BAG-ინდექსის მესამე კვარტალის შედეგებსრომლის თანახმადმშენებლობის სექტორში მომდევნო 6 თვის მოლოდინები გაუარესებულიამიუხედავად იმისარომ დარგში მიმდინარე მდგომარეობას დადებითად აფასებენ.

BAG ინდექსის თანახმად, მშენებლობის სექტორში, 2025 წლის III კვარტალში, II კვარტალთან შედარებით, ბიზნესის მიმდინარე მდგომარეობის შეფასება გაუმჯობესებულია 21.8 ქულით და 40 ქულამდეა გაზრდილი, თუმცა როცა კომპანიებს ჰკითხეს, როგორი მოლოდინი აქვთ მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში, აღმოჩნდა, რომ სექტორში 16.4 ქულითაა მოლოდინები გაუარესებული და 20 ქულა შეადგინა. შედეგად, მესამე კვარტალში მშენებლობის სექტორში ბიზნესკლიმატის მაჩვენებელი 20.1 ქულითაა გაუარესებული და 29.8 ქულა შეადგინა, თუმცა ოდნავ გაუმჯობესებულია მეორე კვარტალთან შედარებით - წინა კვარტალში ქულა 27.1 იყო.

აღსანიშნავიარომ არსი“ BAG-ის წევრია და შესაბამისადბიზნეს-კლიმატის შეფასების კვლევაშიც იყო ჩართული.

- BAG-ინდექსის კითხვარის შევსებაში მეც მივიღე მონაწილეობაროგორც საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრმა კომპანიაბუნებრივიარომ მიმდინარე მდგომარეობის შეფასებისასბიზნესში ვაფასებთ იმ მომენტში არსებულ პარამეტრებს - უძრავ ქონებაში ტრანზაქციების რაოდენობას და ვხედავთმოთხოვნიდან გამომდინარერეალიზაცია როგორი იყო გასულ კვარტალებთან შედარებითრაც შეეხება მომავალსალბათ მივეჩვიეთრომ რაღაცნაირად ყოველთვის მზადყოფნა გვქონდეს უარყოფითი მომავლისთვის... ასე იყო მიმდინარე წლის დასაწყისშიც - როცა წლიურ გეგმას ვადგენდითჩვენც და პარტნიორებიც [პესიმისტურადიყვნენ განწყობილები.

- რაც ბუნებრივი იყო, ქვეყანაში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე...

დიახსიტუაცია იყო ისეთიმაგრამ არ გამართლდახომ?! საერთოდყოველთვის სჯობსბიზნესი პესიმისტური სცენარისთვის იყოს მზადვიდრე ოპტიმისტური გეგმები დაისახომით უმეტეს ჩვენნაირ ქვეყანაშისადაც ხშირიაარასტაბილურობარყევები.

- მაინც რა არის მთავარი მიზეზი, რატომაც სამშენებლო სექტორში მომდევნო 6 თვის მოლოდინები არის გაუარესებული?

როგორც უკვე აღვნიშნეწლის დასაწყისში მოლოდინები გაცილებით უარყოფითი იყორაც შემდეგ ცალსახად შეიცვალა...

- მით უმეტეს, რადგან ბიზნესის ნეგატიური მოლოდინები არ გამართლდა, ახლა მიმდინარე მდგომარეობას დადებითად აფასებთ, რატომ გაქვთ ნეგატიური მოლოდინები?

სტატისტიკური მონაცემები აჩვენებსრომ ისეთი უარყოფითი მოლოდინი არაა სექტორშიროგორც წლის დასაწყისში გვქონდათუმცა გავიმეორებ და ვიტყვირომ ბიზნესში ყოველთვის სჯობსპესიმისტური მოლოდინები გვქონდესვიდრე - ოპტიმისტურიმით უმეტესვიცითრომ არჩევნებიაპოლიტიკური ფონია და ეს ყველაფერირა თქმა უნდაგავლენას ახდენს [ბიზნესზე]...

- კარგია, რომ ბიზნესის მოლოდინები არ გამართლდა და პოლიტიკურ კრიზისს ეკონომიკური კრიზისი არ დაემატა, თუმცა BAG-ის ბიზნესკლიმატის მაჩვენებლებს რამდენიმეწლიან პერიოდში თუ შევაფასებთ, ვნახავთ, რომ „რუსული კანონის“ პირველად ინიციირების პერიოდიდან, ქვეყანაში, ბიზნესკლიმატი, ძირითადად, უარესდება... ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები ბიზნესის მოლოდინებზე ახდენს, ხომ გავლენას?

მესმისრა თქმა უნდამოლოდინებზე ეს ახდენს გავლენას... სამშენებლო სფერო იქნება თუ სხვა სფეროპოლიტიკური არასტაბილურობა გავლენას ახდენსხომ?! ვინც არ უნდა თქვას და ვისაც რა აზრი არ უნდა ჰქონდესარასტაბილური პოლიტიკური სიტუაცია გვაქვსხომ?! მეპირადადხშირად დამიფიქსირებია მოსაზრება [პოლიტიკურ სიტუაციაზე]. რაც შეეხება ბიზნესში არსებულ პარამეტრებსის გამომდინარეობს იქიდანრომ საკმაოდ მყარი მოთხოვნა უძრავი ქონებაზე - უძრავი ქონება ისევ მომხიბვლელია საინვესტიციოდიზრდება ურბანიზაციის მაჩვენებელიცრაც მოთხოვნის ზრდას უწყობს ხელსასევეოჯახების ზომა მცირდებარაც დამატებით ეხმარება ბინების გაყიდვასშესაბამისადსამშენებლო-დეველოპერულ ბიზნესში სტატისტიკური მაჩვენებლებიშესაძლებელიაარ ასახავს იმ რეალობასრაც ქვეყანაში არისმაგრამ ასეთი მოცემულობა გაგვაჩნია... ბოლო ორი წელი ერთმანეთს იმით ჰგავსრომ 2022-2023 წლებში ფასების სწრაფი ზრდის შემდეგზრდა დასტაბილურდა 7%-10%-ის ფარგლებშირაც ნორმალურიარადგან მყისიერი ზრდა არც კომპანიებისთვის და არც ბაზრის მდგრადობისთვის მომხიბვლელი არ იყო.

წყარო: bm.ge