კომპანია „სითიქომის“ ექაუნთ-მენეჯერის, ნათია ორახელაშვილის ინფორმაციით, თითოეული სამეზობლოს საჭიროებებიდან გამომდინარე, კომპანიის მიერ დაწესებული ტარიფები განსხვავებულია; ხოლო მცხოვრებთაგან გადახდილი მცირე ნამატი სამომავლოდ საერთო კეთილდღეობისთვის გროვდება.

„გადასახდელი ტარიფები ყველა კორპუსისთვის ინდივიდუალურად დგინდება, მათი საჭიროებებიდან გამომდინარე. პირველ რიგში, ვუსმენთ სამეზობლოებს, ვიგებთ რა საჭიროებები აქვთ და ამის შემდეგ ვუთვლით გადასახადს. ასევე, კორპუსის მცხოვრებლები ძალიან ბევრ რამეს აკეთებენ მათ მიერვე დაზოგილი თანხით. მაგალითისთვის, თუ კორპუსს ელექტროენერგიის ხარჯი აქვს 200 ლარი, 300 ლარი ლიფტიორის მომსახურება, 500 ლარს დამლაგებელს და პირობითად 300 ლარს თავმჯდომარეს; ჯამში გამოდის, რომ კორპუსის დანახარჯი 1300 ლარია. თუ კორპუსში 50 ადამიანი ცხოვრობს, გადასახდელია 26 ლარი, თუმცა ჩვენ ვთავაზობთ 30 ლარი გადაიხადოს და 4 ლარი ბარათზე შეენახება, რაც ნამატის სახით დაგროვდება და სამეზობლო ინტერესების შესაბამისად მოიხმარს“,- აღნიშნა ნათია ორახელაშვილმა რადიო „კომერსანტის“ რუბრიკაში - „როგორ ვიზრუნოთ სამეზობლოზე სითიქომთან ერთად".

ელექტრონულად დაგროვილი ბალანსები ხშირად საკმარისია საერთო საჭიროებებისთვის, თუმცა სამეზობლოები სახურავების ბილბორდებისთვის გაქირავებასაც მიმართავენ.

,,სითიქომის“ კორპორაციული გაყიდვების მენეჯერის, ფიქრია გიგანის თქმით, ყულაბაში დაგროვებულ თანხებს სამეზობლოები კორპუსის კეთილმოწყობისთვის, ლიფტით სარგებლობისთვის და სახურავის შეკეთებისთვის ხარჯავენ.

„როდესაც კონკრეტულ კორპუსზე ტარიფი დგება, სამეზობლოს ვურჩევთ, რომ 1-2 ლარით მაინც გაზარდონ გადასახდელი თანხა. ეს ბოლოს უზარმაზარ სხვაობას და სარგებელს იძლევა. ბოლოს უკვე იმდენად ბევრი თანხა უგროვდებათ ბალანსზე, რომ მათი ყველა საჭიროებისთვის საკმარისია. თუ რაიმე კონკრეტული თანხის აგროვება სჭირდება კონკრეტული მიზნისთვის, ვურჩევთ, რომ ერთიანად ააგროვონ ეს თანხა და კონკრეტულად 1 თივის პერიოდში გაიწეროს ყველა მობინადრეზე. სამეზობლოები ყულაბაში აგროვებულ თანხებს საკმაოდ აქტიურად იყენებენ. „სითიქომი“ მობინადრეებს ეხმარება, რომ თანხები ელექტრონულად აგროვდეს და არა თავმჯდომარის კარდაკარ სიარულით. ასევე, სამეზობლოებს აქვთ შესაძლებლობა მათი კორპუსის სახურავები ბილბორდებისთვის გააქირავონ, ასევე ლიფტში გამოკრული განცხადებებისთვის მოითხოვონ ანაზღაურება კონკრეტული პირებისგან, რა თქმა უნდა, ეს სამეზობლოს შემოსავლებს გაზრდის და ისე გამოვა, რომ კორპუსი მის შესაძლებლობებს ძალიან კარგად იყენებს. დაგროვილ თანხებს სამეზობლოები ძირითადად კორპუსის კეთილმოწყობისთვის, სახურავის შეკეთებისთვის და ლიფტის ხარჯების დასაფარად იყენებენ“,- აღნიშნა ფიქრია გიგანმა „კომერსანტის“ ეთერში.