პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა უნგრეთის წინააღმდეგ კიდევ ერთი შეტევა წამოიწყო, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

მისი თქმით, ტუსკი ამას იმიტომ აკეთებს, რომ ქვეყნის შიგნით დიდ პრობლემებშია - მისმა პარტიამ საპრეზიდენტო არჩევნები წააგო, მისი მთავრობა არასტაბილურია და გამოკითხვების თანახმად, მისი რეიტინგი მცირეა.

„მანფრედ ვებერთან ერთად, ის ომის ერთ-ერთი ყველაზე ხმამაღალი წამქეზებელი გახდა ევროპაში - თუმცა მისი ომის პოლიტიკა წარუმატებელია: უკრაინას ევროპული ფული ეწურება, პოლონელი ხალხი კი ომისგან დაიღალა. მას არ შეუძლია კურსის შეცვლა, რადგან პოლონეთი ბრიუსელის ვასალად აქცია. ის ახლა პანიკაშია, დევნის თავის პოლიტიკურ ოპონენტებს და აკრიტიკებს უნგრეთის მშვიდობიან პოზიციას, რათა ყურადღება საკუთარი შიდა პრობლემებიდან გადაიტანოს. ეს ძალიან სამწუხაროა“, - აცხადებს ორბანი.

მისი მტკიცებით, უნგრეთი სხვა გზას მისდევს - მშვიდობის გზას.

„უნგრელი ხალხი უარს ამბობს ბრიუსელის ვასალად ქცევაზე. დროა, ბატონი ტუსკი ამას შეეგუოს და საკუთარ საქმეს მიხედოს“, - აღნიშნა ორბანმა.

interpressnews.ge