სს სილქნეტმა გასულ 2022 წელს შემოსავალი 14.4%-ით 473 მლნ ლარამდე გაზარდა, რისი მიზეზიც მობილურ ინტერნეტს უკავშირდებოდა. ინფორმაციას Galt&Taggart აქვეყნებს.
კომპანიამ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, შემოსავალი წლიურად 19%-ით გაზარდა. სილქნეტმა აღნიშნული ზრდით პირველ კვარტალში 125.4 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო. ზრდა განპირობებული იყო ორგანული ზრდით და ფასების კორექტირებით.
კომპანია მიმდინარე წლის ბოლოს ელოდება დაბალ ორნიშნა შემოსავლის ზრდას, რაც განპირობებული იქნება მობილური კავშირგაბმულობით.
„საერთო ჯამში, ჩვენ ველით, რომ 2023 წელს კომერციული შემოსავალი გაიზრდება 13.7%-ით წელიწადში 486.6 მლნ ლარამდე, ხოლო კომპანიის კორექტირებული EBITDA 2023 წელს მიაღწევს 322.9 მლნ ლარს, რაც გადაიქცევა სოლიდურ 60.8% EBITDA მარჟაზდ, IFRS16-ის ჩათვლით“, - ნათქვამია პუბლიკაციაში.