კომპანია Silk Road Holdings B.V., რომელიც სს „თელასის“ აქციების საკონტროლო პაკეტს, 75.1% ფლობს, სურს გამოისყიდოს დარჩენილი 24.89%. ამის შესახებ ირკვევა სატენდერო წინადადებიდან, რომელიც „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ კანონის შესაბამისად მომზადდა.
როგორც დოკუმენტაციიდან ირკვევა Silk Road Holdings B.V. მზად არის შეისყიდოს საზოგადოების კუთვნილი 27 985 461 ჩვეულებრივი აქცია და გახდეს „თელასის“ აქციების 100%-იანი წილით მფლობელი.
„საზოგადოების ერთი ჩვეულებრივი აქციის გამოსყიდვის ფასი შეადგენს 1,82 ლარს. გამოსყიდვის ფასი განსაზღვრულ იქნა აუდიტორული კომპანიის შპს „KPMG საქართველოს“ მიერ და არ წარმოადგენს მაქსიმალურ ფასზე დაბალ ფასს, რომლითაც ოფერენტმა ბოლო გასული 6 თვის განმავლობაში შეიძინა საზოგადოების ჩვეულებრივი აქციები“, - აღნიშნულია დოკუმენტში.
სატენდერო წინადადება ძალაშია 2026 წლის 31 მაისის 18:00 საათამდე.
ცნობისთვის, 2025 წლის ანგარიშგების მიხედვით, სააქციო საზოგადოება „თელასის“ აქციების 75.108%-ს Silk Road Holdings B.V. ფლობს, 24.529%-ი შპს „ბესტ ენერჯი გრუპის“ საკუთრებაშია, რომელიც ბიზნესმენ ხვიჩა მაქაცარიას კომპანიაა, რაც შეეხება 0.363%-ს, მას სხვა აქციონერები ინაწილებენ.