საქართველოში მოქმედი „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი“ (IBSU) გაიყიდა. - ცვლილება საჯარო რეესტრში დღეს, 2 ოქტომბერს აისახა. უნივერსიტეტის 100%-იანი წილი „კავკასიის უნივერსიტეტის“ პრეზიდენტმა კახა შენგელიამ და „საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის” (სეუ) რექტორმა გია კავთელიშვილმა შეიძინეს.
კახა შენგელია 49%-იანი წილის, ხოლო კავთელიშვილი 51%-იანი წილის მფლობელი გახდა. ნასყიდობის საგნის ჯამური ღირებულება 10 მილიონ დოლარს შეადგენს.
მანამდე შავი ზღვის უნივერსიტეტის 40%-ს გერმანიაში დარეგისტრირებული ამხანაგობა შიმშექი, ალთაში, აქინი ფლობდა, 60%-ს კი შპს კონტროლი