ზამთრის სეზონის დაწყებასთან ერთად, საბურავების ბაზარზე კონკურენცია განსაკუთრებით იზრდება. შავი პარასკევის აქციები და სეზონური ფასდაკლებები  მომხმარებლებს მიმზიდველ შეთავაზებებს სთავაზობს, თუმცა მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, როგორ გავაკეთოთ სწორი არჩევანი საბურავის შერჩებისას, რომ ზამთარი უსაფრთხოდ გავატაროთ.

გასათვაისწინებეია, რმ  საბურავის ყიდვისას მნიშვნელობა არ უნდა მივანიჭოთ მხოლოდ ფასს - პრიორიტეტი უნდა იყოს ხარისხი, სანდოობა და გარანტია, რადგან ჩვენი არჩევანი პირდაპირ განსაზღვრავს გზებზე მოძრაობის უსაფრთხოებასა და შესაძლო საფრთხეების თავიდან აცილებას.

საქართველოში ზამთრის საბურავებზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა 2023 წლიდან, მას შემდეგ, რაც ახალი კანონმდებლობა ამოქმედდა. მიღებული რეგულაციის თანახმად, 1 დეკემბრიდან 1 მარტის ჩათვლით, ყველა სატრანსპორტო საშუალება ვალდებულია აღჭურვილი იყოს ზამთრის საბურავებით. ეს მოთხოვნა მხოლოდ ფორმალობა არ არის — კანონის მიზანია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მნიშვნელოვანი ზრდა და ზამთრის რთულ პირობებში ავარიების რისკის შემცირება.

ახალი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ზამთრის საბურავები სპეციალურად არის შექმნილი დაბალი ტემპერატურის, თოვლიანი და ყინულოვანი გზის პირობებისთვის. მათი უნიკალური დიზაინი და რეზინის შედგენილობა უზრუნველყოფს მოცურების რისკის მინიმიზაციას და სამუხრუჭე დისტანციის შემცირებას. ეს თვისებები კრიტიკულად მნიშვნელოვანია საგზაო უსაფრთხოებისთვის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გზის საფარი თოვლით ან ყინულითაა დაფარული.

სამწუხაროდ, ბაზარზე კვლავ ფართოდ არის წარმოდგენილი მეორადი ან დაბალი ხარისხის საბურავები, რომლებიც შეიძლება გარეგნულად უნაკლოდ გამოიყურებოდეს და ეკონომიკურად მომგებიანი ჩანდეს, თუმცა, რეალურად სერიოზულ საფრთხეს ქმნიდეს, რადგან უმეტესობას გასული აქვს საექსპლუატაციო ვადა, უცნობია მათი შენახვისა და ტრანსპორტირების პირობები და აღენიშნება უხილავი დაზიანებები, რომლებიც წინა გამოყენებისას მიიღო.

„ალიანსი საგზაო უსაფრთხოებისთვის" გამგეობის თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილი აღნიშნავს, რომ საბურავის შერჩევისას ბევრი მძღოლი შედარებით დაბალი ფასის გამო არჩევანს სწორედ, მეორად საბურავზე აკეთებს:. „ხშირად მძღოლები ვერ აცნობიერებენ, რომ ასეთ საბურავს შესაძლოა, აღარ ჰქონდეს ის თვისებები, რომლებიც უსაფრთხოების ფუნქციას უზრუნველყოფს. ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, გადაწყვეტილება ეფუძნებოდეს არა მხოლოდ ფასს, არამედ უსაფრთხოებას და საბურავის რეალურ ტექნიკურ მდგომარეობას. გასაგებია, რომ დღეს ბევრისთვის ახალი საბურავის შეძენა ფინანსურად მარტივი არ არის, თუმცა მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ფასის მეორე მხარეს ყოველთვის ჩვენი და სხვისი უსაფრთხოება დგას.  შესაბამისად, უსაფრთხო მგზავრობისთვის უპირატესობის მინიჭება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. თუ მძღოლი სეზონურ საბურავებს შეიძენს, მათი შენახვის წესებს დაიცავს, ეს გადაწყვეტილება არა მხოლოდ უსაფრთხო, არამედ გრძელვადიან პერსპექტივაში ფინანსურადაც უფრო გამართლებული იქნება.“

„შავი პარასკევი" ზამთრისთვის მომზადებისათვის იდეალურ პერიოდს წარმოადგენს. ეს ყოველწლიური აქციების სეზონი მომხმარებლებს საშუალებას აძლევს:

  • შეიძინონ პრემიუმ ხარისხის საბურავები მნიშვნელოვანი ფასდაკლებებით, მათ შორის ისეთი პრემიუმ ბრენდები, როგორებიც არის Bridgestone, MICHELIN და სხვა, რომლებიც აკმაყოფილებენ ყველა საერთაშორისო სტანდარტს
  • კანონმდებლობის სრული დაცვით, დროულად მოემზადონ სეზონისთვის
  • მიიღონ გარანტია ოფიციალური დისტრიბუტორისგან
  • რამდენიმე წლის განმავლობაში უსაფრთხოდ გადაადგილდნენ ხარისხიანი საბურავებით

„სწორედ ამიტომ, ახალ საბურავებში ინვესტირება მნიშვნელოვანია და რიგ შემთხვევებში, თუ სეზონურ საბურავებს შეიძენენ და მას წესების შესაბამისად მოუვლიან, უფრო ეკონომიურიც კი არის,“ - განმარტავს ეკა ლალიაშვილი.

რჩევები, როგორ გავაკეთოთ სწორი არჩევანი და როგორ შევარჩიზამთრის საბურავი:

ზამთრის საბურავის არჩევა საპასუხისმგებლო პროცესია, რომელიც მოითხოვს ყურადღებასა და ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებას. აუცილებელია, გავითვალისწინოთ შემდეგი კრიტერიუმები:

  • აირჩიეთ საბურავი, რომელიც სრულად შეესაბამება თქვენი ავტომობილის ტექნიკურ პარამეტრებს;
  • უპირატესობა მიანიჭეთ პრემიუმ ხარისხის ბრენდებს, რადგან ისინი საერთაშორისო სტანდარტების დაცვით მზადდება და უზრუნველყოფს მაქსიმალურ უსაფრთხოებას და გამძლეობას;
  • რისკების თავიდან აცილებისთვის, ერიდეთ მეორად საბურავებს, წვრილ გამყიდველებს და ასევე მეორეხარისხოვან ახალ საბურავებს, რომლებიც ვერ უზრუნველყოფენ გარანტიას და სამომავლო მხარდაჭერას.

ზამთრის საბურავებში ინვესტირება არ არის მხოლოდ ხარჯი — ეს არის ინვესტიცია თქვენი, თქვენი ოჯახის წევრებისა და გზაზე მყოფი სხვა ადამიანების უსაფრთხოებისთვის.