„შატო მუხრანი“ 2023 წლის მსოფლიოს საუკეთესო 50 ვენახს შორის მოხვდა. საქართველო უნგრეთთან და ლიბანთან ერთად რეიტინგის 50-ეულში პირველად მოხვდა. 2021 წელს საქართველო რეიტინგში 58-ე ადგილზე იყო.
2023 წლის საუკეთესო ვენახის ტიტული არგენტინულმა საოჯახო მეღვინეობა Catena Zapata-მ მიიღო. ის საუკეთესო სამხრეთ ამერიკის ვენახადაც დასახელდა. მსოფლიოს საუკეთესო ვენახების რეიტინგს ბრიტანული Harpers-ი წერს.
მეორე ადგილზე ესპანეთში, რიოჰაში გაშენებული Herederos del Marqués de Riscal მოხვდა.
ჩილეში გაშენებულმა ვენახმა VIK-იმ, პირველი ადგილიდან მესამეზე გადმოინაცვლა, ხოლო სამხრეთ აფრიკულმა Creation-მა მეოთხე ადგილი დაიკავა.
წლევანდელ სიაში 23 ევროპული ვენახი მოხვდა, აქედან 9 ფრანგულია, მათ შორის შამპანურის სახლები Maison Ruinart, Bollinger, Billecart-Salmon და Veuve Clicquot.
მსოფლიოს საუკეთესო ვენახების ათეული კი ასე გამოიყურება:
- Catena Zapata – არგენტინა
- Herederos del Marqués de Riscal – საფრანგეთი
- VIK – ჩილე
- Creation – სამხრეთი აფრიკა
- Château Smith Haut Lafitte – საფრანგეთი
- Bodega Garzón – ურუგვაი
- Montes – ჩილე
- Schloss Johannisberg – გერმანია
- Bodegas Salentein – არგენტინა
- El Enemigo Wines – არგენტინა