ხის სამშენებლო და სარემონტო მასალების მწარმოებელი კომპანია „ეკოვუდი“ ბაზარზე 2015 წელს გამოჩნდა და დღეს უკვე 300-ზე მეტი სახეობის ხის პროდუქტს სთავაზობს მომხმარებელს აფრიკის ქვეყნებიდან, მალაიზიიდან, ინდონეზიიდან, კანადიდან, აშშ-დან, ციმბირის რეგიონიდან და ა.შ. „კომერსანტთან“ საუბრისას „ეკოვუდის“ კორპორაციული გაყიდვების და  მარკეტინგის ხელმძღვანელი გიორგი სრესელი ამბობს, რომ „ეკოვუდის“ მთავარი უპირატესობა, ეკოლოგიურად სუფთა, მრავალფეროვან ასორტიმენტთან ერთად, „გაყიდვის შემდგომი კონსულტაციები და სერვისია, რაც მომხმარებელზე ძალიან კარგად აისახება, რადგან მათ გადახდილ თანხას და ინვესტიციას საფრთხე არ ემუქრება“.

„კომერსანტი“ „ეკოვუდის“ კორპორაციული გაყიდვების და მარკეტინგის ხელმძღვანელს კომპანიის შექმნის, განვითარების, ასორტიმენტის, კონკურენტულ გარემოში უპირატესობებისა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.

როდის შეიქმნაეკოვუდიდა როგორ ვითარდებოდა?

გიორგი სრესელი, „ეკოვუდისკორპორაციული გაყიდვების და  მარკეტინგის ხელმძღვანელი: „ეკოვუდი“ ბაზარზე 2015 წლიდან გამოჩნდა. კომპანიის სურვილი და მიზანი იყო შეგვექმნა ისეთი სივრცე, სადაც ბუნებრივი და ეკოლოგიურად სუფთა ხის მასალა მოიყრიდა თავს. რაღაც კუთხით მიზანი მიღწეულია. ჩვენს შოურუმში (თბილისი, წყალსადენის ქუჩაზე #21) ხის მასალის ფართო ასორტიმენტია წარმოდგენილი, რომლითაც შესაძლებელია სახლისა და ოფისის ეკო სივრცედ გადაქცევა. 2023 წელს დიდუბეში „ეკოვუდ ექსპრესის“ საპილოტე ვერსია შევქმენით და იქ ყველაზე მოთხოვნად და პოპულარულ პროდუქტებს მოვუყარეთ თავი. წლის ბოლომდე თბილისში მეორე ფილიალს გავხსნით, რადგან პირველი ძალიან კარგად „დაისტარტა“. სასიხარულოა, რომ ბუნებრივ ხის მასალაზე მოთხოვნა, როგორც ტრენდზე მზარდია და ყველა ცდილობს, რომ საცხოვრებელ სახლში იქნება თუ ოფისში, ეკო სივრცე გააჩინოს. ასევე სამშენებლო ჰიპერმარკეტებიდანაც აქტიური მოთხოვნაა. ჩვენი პროდუქცია წარმოდგენილია მთელი რეგიონის მასშტაბით (გორგია, ნოვა, დომინო, მიჰაუსი).

საიდან შემოგაქვთ ხის მასალა და რამდენად მზარდია მოთხოვნა?

ჩვენს შოურუმში წარმოდგენილია ხის მასალა აფრიკიდან, მალაიზიიდან, ინდონეზიიდან, კანადიდან, აშშ-დან, ციმბირის რეგიონიდან. გვაქვს ასევე ხის მასალის დაცვითი საშუალებები აშშ-დან, პოლონეთიდან, უკრაინიდან და ა.შ. მოთხოვნა ყოველწლიურად მზარდია როგორც ხის სახლებზე, კოტეჯების მშენებლობის კუთხით, ასევე საჭირო საკონსტრუქციო მასალებზე, სამზარეულოს, საავეჯე მოსაწყობ სარემონტო მასალებზე და სხვა პროდუქტებზე.

ბაზარზე საკმაოდ კონკურენტული გარემოა. რა არისეკოვუდისუპირატესობა და რატომ უნდა აგირჩიონ თქვენ?

ჩვენი მთავარი უპირატესობა მაღალი ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა ხის მასალის ფართო ასორტიმენტია. მომხმარებელს აღარ უწევს პროდუქტის კორექტირება, სხვაგან წაღება ზომების ასაღებად და დასაჭრელად, მათ სხვადასხვა ზომის, სისქის, გაბარიტების მზა პროდუქტს ვთავაზობთ, რომელსაც მხოლოდ მონტაჟი სჭირდება. ამას გარდა, კლიენტებს გაყიდვის შემდგომი კონსულტაცია და სერვისი გვაქვს, რაც მომხმარებელზე ძალიან კარგად აისახება, რადგან მის გადახდილ თანხას და ინვესტიციას საფრთხე არ ემუქრება. ხის მასალას 4-5 წელიწადში ერთხელ განახლება და მოვლა სჭირდება. ასევე კომპანიის „ძლიერი მხარეა“ ჩვენი საწარმო ნატახტარში, რითაც იმპორტზე დამოკიდებულება შევამცირეთ. ხის გადამმუშავებელ საწარმოში ხორციელდება სხვადასხვა ხის პროდუქციის წარმოება. აღნიშნული საწარმო დაფინანსებულია და მხარდაჭერილია USAID-ის და პროგრამის - „აწარმოე საქართველოში“ მიერ. დიდი მადლობა მათ ქართული წარმოების მხარდაჭერისთვის.

რა სეგმენტზეა გათვლილიეკოვუდიდა როგორია ფასები?

ეკოვუდშიძალიან ხელმისაწვდომი ფასები გვაქვს. იქიდან გამომდინარე, რომ ხის მასალას თავისი სეგმენტაცია-სორტირება აქვს, ფასზე სწორედ ეს ახდენს გავლენას. მაგალითად - კედლის და ჭერის პანელები, რაც მზა პროდუქტია, 16-19 ლარი ღირს კვადრატული; კოტეჯის შემთხვევაში საკონსტრუქციო და მოსაპირკეთებელი მასალები გვაქვს. მაგალითად: „ლარიქსის“ იატაკის ფასი, რომლითაც ლამინატს ანაცვლებენ - კვადრატულზე 45 ლარიდან იწყება. ეს საკმაოდ კარგი და ლამაზი ფაქტურის მასალაა და თითქმის საშვილიშვილოდ ძლებს; ასევე დიდი მოთხოვნაა სამზარეულოს ზედაპირებზე. მისი ფასები 350-დან 500 ლარის ფარგლებში მერყეობს და საკმაოდ დიდი ფორმატისაა - 60სმ/3 მ-ზე. გვაქვს როგორც წიწვოვანი ნაძვისა და ფიჭვის, ასევე ტროპიკული ხის და ასევე ფოთლოვანი ხის სახეობის.

 

წელს რა სიახლეები და გეგმები აქვსეკოვუდს“?

სეზონს კარგი შეთავაზებებით და ლოიალური ფასებით ვხვდებით. გვინდა, რომ მომხმარებელმა, დიზაინერებმა და არქიტექტორებმა იოლად მიიღონ ხის მიმართ აქტიური გადაწყვეტილებები. გეგმებს რაც შეეხება ვცდილობთ, რომ ასორტიმენტი და წარმადობა კიდევ უფრო გავზარდოთ და ნებისმიერი სეგმენტის მომხმარებლის სურვილი და გემოვნება დავაკმაყოფილოთ, შევთავაზოთ როგორც ბიუჯეტური, ასევე საშუალო და პრემიუმ სეგმენტზე გათვლილი ძვირად ღირებული ხის მასალა.

300-ზე მეტი სახეობის ხის პროდუქტი გვაქვს. თუ მომხმარებელს სურვილი აქვს, თავისუფლად შეძლებს თავისი სასურველი ხის მასალის არჩევას. როგორც უკვე აღვნიშნე, წელს „ეკოვუდე ქსპრესის“ კიდევ ერთ ფილიალს დავამატებთ, რადგან მოთხოვნა მზარდია, ინტერესი მაღალია, არქიტექტორები და დიზაინერები ცდილობენ, რომ ხის ჩართულობა როგორც შიდა სივრცეებში, ისე გარე გამოყენების კუთხითაც აქტიური იყოს, რაც მისასალმებელია.