საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგები სმარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიასა (სემეკ) და მოლდოვის რესპუბლიკის ენერგეტიკის რეგულირების ეროვნულ სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. სემეკის მხრიდან შეთანხმებას ხელიმოაწერა სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ.
მემორანდუმის ფარგლებში ხელი შეეწყობა ორუწყებას შორის მჭიდრო თანამშრომლობას. შეთანხმების მიზანია საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის ინტეგრაცია, ენერგიით ვაჭრობისა და ინვესტიციების ლიბერალიზაციას პროცესისგაძლიერება, ბაზრის მონაწილეებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნა. მხარეები გააძლიერებენ თანამშრომლობას, გაცვლიან ინფორმაციას და გამოცდილებას ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებთან დაკავშირებულ საკითხებზე.