საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამ (სემეკ) სს „თელასი“ სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, 25 000 ლარით დააჯარიმა.

აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.

მათი ცნობით, კომისიამ საჯარო სხდომაზე შპს „ბევრილი ჯგუფსა“ და სს „თელასს“ შორის დავა განიხილა.

„სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, სს „თელასის“ მიერ შპს „ბევრილი ჯგუფისთვის“ ელექტროენერგიის საფასურის დარიცხვა მიჩნეულ იქნა კომისიის ნორმატიული აქტების მოთხოვნათა დარღვევად. შესაბამისად, კომისიამ სს „თელასის“ მიერ შპს „ბევრილი ჯგუფისთვის“ გატარების მომსახურების საფასურის დარიცხვა უსაფუძვლოდ მიიჩნია და კომუნალურ კომპანიას დაავალა ზედმეტად დარიცხული თანხის შპს „ბევრილი ჯგუფის“ სააბონენტო დეპოზიტზე დაბრუნება“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.