,,სასტუმროების დარგი საინვესტიციოდ მიმზიდველი აღარ არის. გამომდინარე იქიდან, რომ უკუგება ინვესტიციაზე გრძელვადიანია და 20 წელს სცილდება’’- აცხადებს ,,კომერსანტთან’’ საუბარში სასტუმროების მენეჯმენტ კომპანია ,,DNT Group’’-ის თანადამფუძნებელი დავით მესხი. მისი თქმით, საქართველოს ბაზარი სასტუმროებით გაჯერებული გახდა და მიწოდებამ მოთხოვნას გადააჭარბა, შესაბამისად ბაზარზე არაჯანსაღი გარემო შეიქმნა და შემცირდა ბიზნესის მოგებიანობა.

არაჯანსაღი საშუალო ფასისა და დაბალიდატვირთულობის პირობებში სასტუმროსმოგებიანობა წლიურ ჭრილში საკმაოდ დაბალია. მითუმეტეს, რომ სასტუმროს შენახვის ხარჯიკორონავირუსის პანდემიის შემდეგ 2,5-ჯერ მაინცგაიზარდა და მოგებიანობა მნიშვნელოვნად შეამცირა. ეს არის ის ძირითადი პრობლემა, რასაც მე ვხედავ საქართველოს სტუმარ-მასპინძლობის სექტორში, თუმცა არანაკლებ საყურადღებოა მეორესაკითხი, ბაზარზე კვლავ აქტიურად იხსნება ახალისასტუმროები. გაჯერებული ბაზრის კიდევ უფრო ზრდა კი უარყოფიად აისახება ბევრ მოთამაშეზე. ჭარბი მიწოდება განაპირობებს არაჯანსაღ ბიზნეს შედეგებს. საბოლოო ჯამში შემოსავალი ამ ორი პარამეტრის: საშუალო ფასისა და დატვირთულობის მაჩვენებლის ნამრავლით განისაზღვრება, რაც იმ შედეგებს ვერ აღწევს, რითაც წლის ჭრილში ბიზნესმა ჯანსაღი გარემოს არსებობის შემთხვევაში უნდა მიაღწიოს. - განმარტავს ,,კომერსანტთანსაუბარში დავით მესხი.

სასტუმროების მენეჯმენტ კომპანია ,,DNT Group’’-ის თანადამფუძნებელი ამბობს, რომ ყველაზე მეტად მცირე ზომის და ინდივიდუალური მართვის ქვეშ მყოფი სასტუმროები ზარალდებიან, რადგან ბაზარზე არსებულ კონკურენციას ვერ უმკლავდებიან და იკეტებიან. პრობლემას ის ფაქტი ემატება, რომ უძრავი ქონების მფლობელები ხშირად მის რეალიზებას სასტუმროს გახსნით ცდილობენ.

,,გარდა ამისა ფუნქციონირების გარეშე დარჩენილი სხვა პროფილის კერძო საკუთრებები ან ძველი პროექტები, რომლებიც წლების წინ იქნა დაწყებული ხშირ შემთხვევაში წინასწარი შედეგების განსაზღვრის გარეშე, სასტუმროდ გადაკეთდება ხოლმე, თუმცა არასასურველი შედეგების დადგომა უმეტეს წილად მათ გაყიდვას იწვევს. აღნიშნულ პირობებში კი პრობლემები განსაკუთრებით ექმნებათ პატარა ზომის სასტუმროებს, რომლებიც იძულებულნი ხდებიან შეცვალონ საქმიანობის მიმართულება. გამონაკლისს მხოლოდ დიდი ზომის ახალი სასტუმროები წარმოადგენენ, ისინი მაღალი სტანდარტის სერვისითა და ხელმისაწვდომი მდებარეობით ახერხებენ ბაზარზე დამკვიდრებას. რაც შეეხება საშუალო ზომის სასტუმროებს, მათ ამ პირობებში მოგებიანობის შესანარჩუნებლად ან გასაზრდელად, რაციონალურ გადაწყვეტილება მართვის მენეჯმენტ კომპანიისთვის გადაცემა რჩებათ. ქსელურად მართვის სტანდარტები დადებით გავლენას ახდენს პროცესზე, რასაც თან ერთვის გაყიდვების გუნდის აქტიური საქმიანობა. შედეგად სასტუმროს მოგებიანობა არა თუ ნარჩუნდება არამედ, უმეტეს წილად იზრდება.’’- აცხადებსდავით მესხი.

სასტუმროების სექტორი მრავალი გამოწვევის წინაშეა. მათ შორის არის კადრების გადინება დაკვალიფიციური პერსონალის ნაკლებობა. დავით მესხი აცხადებს, რომ ამ პრობლემის წინაშე სექტორი პანდემიის პერიოდში დადგა და ეს გამოწვევა დღემდე აქტუალურია.

,,ზოგადად ბაზარს, რომ შევხედოთ აქტუალურ პრობლემას კვალიფიციური პერსონალის სიმწირე წარმოადგენს. პანდემიის პერიოდიდან დაიწყო დასაქმებულების აქტიური გადინება და სხვა, უფრო სტაბილურ სექტორში გადაკვალიფიცირება- განმარტავს დავით მესხი.