საქპატენტში "ნარჩვის" ადგილწარმოშობის დასახელების სტატუსის მისაღებად სარეგისტრაციო პროცედურები დაიწყო,- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
2020 წელს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ სვანური ყველის „ნარჩვის“ დამზადების ტრადიციას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა.
ცნობილმა ამერიკულმა გამოცემამ „სევეღი“ (Saveur) გამოაქვეყნა სტატია, სადაც წერია: „მასპინძელმა ამ ყველს ღვთის საჩუქარი უწოდა და ეს გადამეტებული არ ყოფილა, რადგან ის ნამდვილად არაორდინარული ყველია. ნარჩვი – ეს არის ძროხის რძისგან დამზადებული, ღრმა და ინტენსიური არომატის მქონე ყველი, რომელსაც კარაქის მსგავსი ტექსტურა და თავიდან მოტკბო გემო აქვს. მას ერთი წლის განმავლობაში ხის ყუთში ინახავენ. ამ დროს ყველს თხილის გემო ემატება“. სტატიიდან ამონარიდს ვკითხულობთ იმ განაცხადის მასალებში, რომელიც რეგისტრაციის მოთხოვნისთვის საქპატენტში ასოციაციამ სვანური „ნარჩვი“ წარადგინა.
საქპატენტში "ნარჩვის" ადგილწარმოშობის დასახელების სტატუსის მისაღებად სარეგისტრაციო პროცედურები დაიწყო
საერთაშორისო არაღიარების ფონზე, პუტინი კამბოლოვს ე.წ. არჩევნებში „გამარჯვებას“ ულოცავს
ბრიტანელი მინისტრი - „რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებზე კონტროლის შემდგომი გამყარების მცდელობებს უპასუხოდ არ დავტოვებთ“
არ ვცნობთ კონსტიტუციურ და სამართლებრივ ჩარჩოებს, რომელთა საფუძველზეც საქართველოს ოკუპირებულ თვითგამოცხადებულ რეგიონში ე.წ. არჩევნები ჩატარდა - მათ შედეგს არავითარი იურიდიული ძალა არ გააჩნია - ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი
საქართველო დიპლომატიურ ურთიერთობებს დაამყარებს ნაურუს რესპუბლიკასთან, რომელმაც ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის „დამოუკიდებლობის“ აღიარება გააუქმა
ირაკლი კობახიძე სკოლებისა და ბაღების მშენებლობა/რეაბილიტაციაზე - იყო გამოწვევები, თუმცა ყველაფერი არის დაძლეული