აზარტული თამაშების ტრანზაქციების წილი საქართველოში ძალიან მაღალია მთლიან ონლაინ ტრანზაქციებში. ინფორმაცია სექტორების და ღირებულებათა ჯაჭვების ანალიტიკის შესახებ, ISET-ისა და PMC-ის კვლევაშია გამოქვეყნებული, სადაც გაანალიზებულია 2021-2022 წლების მონაცემები.
„მიუხედავად იმისა, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში აზარტული თამაშების წილი მცირდება, ელექტრონული კომერციის ტრანზაქციების ზრდის ტემპი უფრო მაღალი იყო, ვიდრე აზარტული ტრანზაქციების ზრდა. საქართველოს პარლამენტის მიერ 2021 წლის დეკემბერში აზარტული თამაშების ახალი შეზღუდვების დამტკიცების შემდეგ, აზარტული თამაშების ტრანზაქციების ზრდა უარყოფითი გახდა, ტრანზაქციების რაოდენობა წლიურად 14.5%-ით, ხოლო ტრანზაქციების ღირებულება 9.6%-ით შემცირდა. შედეგად, 2022 წელს აზარტული თამაშების წილი მთლიან ელექტრონულ კომერციულ ტრანზაქციებში იყო 58.1%, ხოლო 2021 წელს 70.5%“, - ნათქვამია მერვე ანგარიშში.
აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში აზარტული თამაშების წილის შემცირების მიუხედავად, აშკარად იკვეთება ელექტრონული კომერციის ტრანზაქციებში ინდუსტრიის ზრდის ტემპი.