საქართველოში გერმანული გიგანტის, Daimler-ის („მერსედესის“) გენერალურმა დისტრიბუტორმა „აკა“-მ, 2023 წლის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა.
მონაცემების მიხედვით, გასულ წელს კომპანიის გაყიდვები 60%-ით გაიზარდა და 212.6 მილიონი ლარი შეადგინა.
2023 წელს კომპანიის წმინდა მოგებამ კი 33.6 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 78%-იანი ზრდაა.
კომპანია „აკა“-ს ფინანსური მაჩვენებლები ასე ნაწილდება:
• ახალი ავტომობილების რეალიზაცია - 192.6 მილიონი ლარი;
• ავტომობილების ნაწილების რეალიზაცია - 12.3 მილიონი ლარი;
• მეორადი ავტომობილების რეალიზაცია - 1 მილიონი ლარი;
• შემოსავალი მომსახურებიდან - 4.1 მილიონი ლარი.
2023 წლის მონაცემებით, კომპანია „აკას“ აქტივები 93.5 მილიონ ლარს შეადგენდა.
კომპანიას სამი აქციონერი ჰყავს: მაკა ასათიანი - 27%; სალომე ასათიანი - 27%; ლუიზა თავართქილაძე - 46%.