2021 წელს მთავრობამ ლაქ-საღებავებში ტყვიის შემცველობის რეგლამენტირების წესი დაამტკიცა. რეგლამენტი ადგენს მოთხოვნებს ქიმიური ნივთიერების ტყვიის და მისი ნაერთების დასაშვები ზღვრული რაოდენობის შემცველობის შესახებ სამშენებლო გამოყენებისთვის განკუთვნილ ლაქ-საღებავებზე.
რეგლამენტის თანახმად, ლაქ-საღებავები არ უნდა შეიცავდეს 0.009%-ზე (90 ppm-ზე) მეტ ტყვიას (მეტალურ ტყვიაზე გადაანგარიშებით) საღებავის საერთო არააქროლადი ნაწილის წონიდან ან საღებავის გამშრალი აპკის წონიდან.
რეგლამენტი 2023 წლის 1-ლი ივლისიდან ამოქმედდება.
ასევე, მიმდინარე წლის 1-ლი ივლისიდან საქართველოში შენობების, შენობების ნაწილების ან შენობების ელემენტების ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნები ამოქმედდება, რომელთა დამადასტურებელი დეკლარაციის წარდგენის გარეშე პროექტი სამშენებლო ნებართვას ვერ მიიღებს.
აღნიშნული შეეხება როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორს.