2023 წლის მარტში, საქართველოში 3-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა 167 ლარი შეადგინა, ხოლო 4-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა - 275 ლარი. საოჯახო ტიპის სასტუმროების საშუალო ფასმა კი 122 ლარი შეადგინა.

 


PMC Research-ის მონაცემების მიხედვით, 5-ვარსკვლავიან სასტუმროთა საშუალო ფასმა მარტში 456 ლარი შეადგინა. თბილისში ამ ტიპის სასტუმროებში, სტანდარტული 2-ადგილიანი ნომრის საშუალო ფასმა 559 ლარი შეადგინა, კახეთში - 552 ლარი, სამცხე-ჯავახეთში - 458, ხოლო აჭარაში - 429. 

 

 

 

PMC კვლევითი ცენტრი თვის მიმოხილვის მიხედვით, საქართველოში სასტუმროების ფასების ინდექსი 2023 წლის მარტში, 2023 წლის თებერვალთან შედარებით, 5.0%-ით გაიზარდა, მათ შორის 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 7.9%-ით, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 5.4%-ით გაიზარდა.

 


„2023 წლის მარტში, 2022 წლის მარტთან შედარებით, სასტუმროების ფასების ინდექსი 14.9%-ით გაიზარდა, მათ შორის 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 16.4%-ით, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 20.4%-ით გაიზარდა“, — ნათქვამია კვლევაში.