სამრეწველო დიზაინერმა ზვიად ციკოლიამ Ronius Watches-ის ახალი სერია "საქართველოს კუთხეები" გაყიდვაში ჩაუშვა. ინფორმაციას ამის შესახებ სოციალურ ქსელში თავად დიზაინერი ავრცელებს
„ახალი სერია "საქართველოს კუთხეები".
სულ მინდოდა ჩვენი ულამაზესი ქვეყნის პოპულარიზაცია. გადავწყვიტე ამისათვის საათი გამომეყენებინა. დავუკავშირდი თეა მიქაიას და ვთხოვე შეექმნა ყველა კუთხის უნიკალური გრაფიკა. ვფიქრობ თეა სიმაღლეზეა!“- წერს ზვიად ციკოლია.
ახალი სერია ქვეყნის 13 კუთხეს მოიცავს
Ronius Watches-ის ვებგვერდზე ჯერჯერობით „საქართველოს კუთხეების“ სერიის საათები დამატებული არაა.