საქართველო ღვინის წარმოების მოცულობით მსოფლიოში მე-20 ადგილზეა. ინფორმაციას RankingRoyals აქვეყნებს.

2020 წლის მონაცემებით, საქართველომ სულ 94 010 ტონა ღვინო აწარმოვა.

რეიტინგში იტალია, საფრანგეთი და ესპანეთი ღვინის მწარმოებელთა სამეულში არიან მსოფლიოში. პირველ ადგილს იტალია იკავებს, სადაც 5.2 მლნ ტონა ღვინოს წარმოება განხორციელდა. მეორეზეა საფრანგეთი 4.4 მლნ ტონით, ხოლო ესპანეთი მე-3 ადგილზე 4.1 მლნ ტონით.