საქართველოში, FAO-სა და EBRD-ის მხარდაჭერით, პულინგის - მრავალჯერადი, დასაკეცი პლასტმასის ყუთების საპილოტე პროექტი დაიწყო. საქართველოს ხილისა და ბოსტნეულის საცალო ბაზრის დეტალური ანალიზის შემდეგ, 2022 წლის აგვისტოში პილოტად საცალო ქსელი „ნიკორა ტრეიდის“ შეირჩა. ინფორმაციას Eastfruit ავრცელებს.

პორტალი წერს, რომ მიუხედავად იმისა, რომ „ნიკორა ტრეიდის“ საცალო ქსელი აკმაყოფილებს საპილოტე  პროგრამაში მონაწილეობისთვის საჭირო კრიტერიუმების უმეტესობას, იყო რამდენიმე პრობლემური საკითხი, რამაც ხელი შეუშალა საპილოტე პროექტის სწრაფ დაწყებას, მაგალითად: თბილისში არსებული სადისტრიბუციო ცენტრის ტერიტორიაზე არ არსებობდა აუცილებელი ტემპერატურული რეჟიმი, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი დანაკარგები პროდუქციის შემდგომი დისტრიბუციაში. ასეთ პირობებში პილოტის გაშვება შეუძლებელი იყო, მაგრამ უკვე 2023 წლის აპრილში კომპანიამ გადაწყვიტა ინვესტიცია განეხორციელებინა დაახლოებით 6000 მ2 ფართობის ახალ სადისტრიბუციო საყინულე-საწყობში.

2023 წლის ივნისში პილოტი ამოქმედდა „ნიკორა ტრეიდის“ 350 მაღაზიაში, რომელშიც შედის Nikora, Nikora XL და Libre სუპერმარკეტები. ხილისა და ბოსტნეულის მომწოდებლები ამჟამად 5500 ყუთს იყენებენ.

EastFruit-ის ექსპერტების აზრით, დასაკეცი მრავალჯერადი გამოყენების პლასტმასის კონტეინერები ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი და სრულიად თავისუფალი ნიშაა, როგორც ზოგადად სასურსათო საცალო ვაჭრობაში, ასევე კონკრეტულად საქართველოს ხილისა და ბოსტნეულის ბიზნესში. ეს საშუალებას აძლევს, ერთი მხრივ, მკვეთრად შეამციროს ბაზრის ყველა მონაწილის დანაკარგები და ხარჯები, ხოლო მეორე მხრივ, შეამციროს გარემოზე უარყოფითი გავლენა და მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს საქონლის ხარისხი.

ბაზრის ანალიზის პროცესში Eastfruit-ის ანალიტიკოსებისთვის ცხადი გახდა, რომ დასაკეცი მრავალჯერადი პლასტმასის კონტეინერებზე გადასვლა ბაზრის მონაწილეებს საშუალებას მისცემს, მნიშვნელოვნად შეამცირონ ხარჯები. მაგალითად, მხოლოდ ბანანს, შეუძლია 2,2 მილიონი დოლარი დაზოგოს წელიწადში.