აშშ-ის სენატში „რესპუბლიკელთა“ უმრავლესობას ჯონ თუნი უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

თუნი სენატში 2005 წლიდან იმყოფება და 2021 წლიდან სენატის რესპუბლიკელთა ამჟამინდელი ლიდერის, მიტჩ მაკკონელის მოადგილე იყო, რომელიც თანამდებობას ტოვებს.