2022 წელს, 34,000-ზე მეტი ღია ელექტრონული ტენდერი გამოცხადდა, 32,207 ტენდერს საბოლოო სტატუსი მიენიჭა და აქედან 23,100-ზე მეტი ხელშეკრულება გაფორმდა. ინფორმაციას შესყიდვების სააგენტო აქვეყნებს.
„2022 წლის განმავლობაში სხვადასხვა სახის საქონლის, მომსახურების თუ სამშენებლო სამუშაოების შესარულებლად 4,373,505,323 ლარზე დაიდო ხელშეკრულება.
მიმწოდებლებს შორის კონკურენციის პირობებში, საერთო ჯამში დაფიქსირდა დაახლოებით 424 მილიონი ლარის ეკონომია. აღნიშნული თანხიდან ყველაზე მეტი - დაახლოებით 275 მილიონი ლარი, დაიზოგა ინფრასტრუქტურული და სხვადასხვა სახის სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობების სამშენებლო სამუშაოების შესრულების მიზნით გამოცხადებულ ტენდერებში, 90 მლნ ლარზე მეტი საქონლის, ხოლო 58 მლნ ლარამდე მომსახურების შესყიდვაზე“, - აღნიშნულია ანგარიშში.
სახელმწიფო ტენდერებში დაფიქსირებული ეკონომიის თითქმის ნახევარი - 208,065,088 ლარი მოდის „ტოპ 10“ შემსყიდველის მიერ გამოცხადებულ ტენდერებზე.
დაანგარიშებული მონაცემების მიხედვით, საერთო ჯამში დაფიქსირებული ეკონომიის 49% (208 მილიონი ლარი) მიღებულ იქნა ათი შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში. გარდა ამისა, მთლიანი ეკონომიის დაახლოებით 80% (340 მილიონი ლარი) მოდის ათ CPV კატეგორიაზე გამოცხადებულ ტენდერებში.