აღსრულების ეროვნული ბიურო, თბილისში, ვიქტორ კუპრაძის N16-ში მდებარე მიწას, არასაცხოვრებელი შენობით, სადაც წლების განმავლობაში ტექნიკის მაღაზია იყო განთავსებული, აუქციონზე ყიდის
აუქციონი 19 ივნისს სრულდება, უძრავი ქონების საწყისი ღირებულება კი 1 535 000 ლარია.
სარეალიზაციოდ წარმოდგენილია არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 2763 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა. შენობა N1 წარმოადგენს არასაცხოვრებელ (კომერციულ) შენობას საერთო ფართით 670 კვ.მ. შენობას გააჩნია მაღალი ჭერი და ვიტრაჟული ფასადი.
აღსანიშნავია, რომ ლოტი შეფასებულია 3,070,000 ლარად.