მიმდინარე წელს საქართველოში  3 666 510 აშშ დოლარის ღირებულების  6 414 ტონა ფორთოხალი შემოვიდა. ფორთოხლის ძირითადი ნაწილის შემოტანა თურქეთიდან ($1.8 მლნ - 3 255 ტონა) და ირანიდან ($1.5 მლნ - 2 729 ტონა) განხორციელდა.

ქვეყნები, სადაც 2024 წელს საქართველომ ფორთოხალი იყიდა:

  • თურქეთი - $1.8 მლნ. 3 255 ტონა;
  • ირანი - $1.5 მლნ. 2 729 ტონა;
  • ეგვიპტე - $254.2 ათასი. 428 კგ;
  • ნიდერლანდები - $2.5 ათასი. 1.05 ტონა.

რაც შეეხება რეექსპორტს, 2024 წლის  I კვარტალში საქართველოდან 682 430 აშშ დოლარის ფორთოხლის რეექსპორტი განხორციელდა, რამაც 1 086.38 ტონა შეადგინა.

რეექსპორტის მონაცემები :

სომხეთი - $ 609 910-ის ღირებულების 996.07 ტონა

რუსეთი - $ 72 510-ის ღირებულების 90.30 ტონა