15 აპრილიდან საჩუქრების ველი გაიხსნა!

“საჩუქრების ველი” თამაშია, რომელიც განახლებული ვერსიით შოპინგისას ყოველკვირეულად დასაჩუქრების და დამატებით ბონუს პრიზების აღმოჩენის შესაძლებლობას გაძლევს.

ნებისმიერი ბარათით, ნაწილ-ნაწილით, განაწილებით ან განვადებით 8 კვირის განმავლობაში მინიმუმ 100-ლარიანი შენაძენის გაკეთების შემდეგ, საჩუქრების კარუსელზე აღმოჩნდები. იმ სასაჩუქრე ყუთში, რომელიც ღილაკზე დაჭერისას შემთხვევითობის პრინციპით ამოგივა შეიძლება იყოს - 99%-იანი ფასდაკლება iPhone 15 Pro-ზე, MacBook Air M2-ზე, PlayStation 5-ზე, Dyson-სა და Ninja-ს აეროგრილზე, 30%, 20% და 10%-იანი ველის ვაუჩერი ან საიდუმლო ყუთი.

კარუსელზე  საიდუმლო ყუთიც გელოდება, რომელშიც შეიძლება ნებისმიერი ნივთი იდოს. სიურპრიზს მაშინ აღმოაჩენ, როცა კურიერი ყუთს შენამდე მოიტანს. მიღებული ვაუჩერების გამოყენებას სპეციალურად შექმნილ კატეგორიაში შეძლებ, რომელსაც “ბაზრობა” ჰქვია და თამაშის დაწყებიდან 2 კვირაში გაიხსნება. კატეგორია ყველა იმ პროდუქტს აერთიანებს, რომლებზეც ვაუჩერები ვრცელდება.

“Ჩვენი მიზანია, შევცვალოთ ონლაინ შოპინგის გამოიცდილება და მომხმარებლებისთვის ეს პროცესი უფრო დამამახსოვრებელი გავხადოთ - სიხარულით და სურპრიზებით სავსე. Სწორად ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ფასდაკლებების და ქეშბექების ეპოქა შეგვეცვალა ახლით და კამპანიებში გემიფიკაცია შემოვიტანეთ.” - ნინი ჩაჩანიძე, მომხმარებლის გამოცდილების გუნდის ხელმძღვანელი

ინა წლის გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ შეგვიძლია ყველა მომხმარებლებისთვის შოპინგის საუკეთესო გამოცდილება ძალიან საინტერესო, გემიფიკაციური თამაშით შევქმნათ, რომელიც მათთვის დამატებითი სარგებლის, ამ შემთხვევაში საჩუქრების მომტანი იქნება.” - თათია კარიაული, ველის ბრენდის ხელმძღვანელი

კიდევ ერთი სიახლე ბონუს პრიზია, რომელიც იმ შემთხვევაში ხდება შენი, თუ 2 კვირის განმავლობაში მიიღებ მონაწილეობას. ყოველი 2 საჩუქრის აღმოჩენის შემდეგ, დამატებით, შოპინგის გარეშე აღმოაჩენ მესამე საჩუქარს - ბონუს პრიზს.

ჩემს პროგრესში შეგიძლია თვალი ადევნო შენს მოგზაურობას თამაშში, არ გამოტოვო სიახლეები და დააკვირდე შენს საჩუქართან დაკავშირებულ დეტალებს.

დაიწყე შოპინგი და მიიღე საჩუქრები!