თუ ფინანსური სტაბილურობის მიღწევას ცდილობ, ფულის დაგროვების ეფექტურ ინსტრუმენტს შეუძლია ეს პროცესი მნიშვნელოვნად გაგიმარტივოს. თუმცა ეფექტურობა იმაზეა დამოკიდებული, რამდენად სწორად შეარჩევ ფინანსურ ინსტრუმენტს.
კრედო ბანკი მომხმარებელს სხვადასხვა ტიპის ანაბრებს სთავაზობს - მთავარია შენ ყურადღებით გაეცნო თითოუელის პირობებს. შემდეგ კი შეარჩიო ის, რომელიც ყველაზე კარგად ემსახურება შენს კონკრეტულ მიზანს.
თუ თანხას უვადოდ ინახავ და გსურს მიიღო მაქსიმალური სარგებელი
გაქვს თანხა, რომლის გამოყენებას უახლოესი რამდენიმე თვის ან თუნდაც წლის განმავლობაში არ გეგმავ? იმის ნაცვლად, რომ ფული უბრალოდ იდოს, შეგიძლია, შემოსავლის წყაროდ აქციო.
ამაში ვადიანი ანაბარი დაგეხმარება. ვადიანი ანაბარი თანხის განსაზღვრული ვადით ბანკში ხელშეუხებლად შენახვის სანაცვლოდ მაღალ საპროცენტო სარგებელს გთავაზობს. ასე თანხა დაცული იქნება, სანამ არ დაგჭირდება და დამატებით დროთა განმავლობაში ეფექტურად გაზრდი.
თუ გსურს, დანაზოგი აქტიური თანამონაწილეობით გაზარდო
ბევრი ადამიანი დანაზოგისთვის ყოველთვიურად, ხელფასიდან გარკვეული რაოდენობის თანხას ინახავს. თუ ეს მიდგომა შენთვისაც ოპტიმალურია, მაშინ სამიზნე თანხის მოგროვებაში ყველაზე უკეთ კრედო ბანკის ზრდადი ანაბარი დაგეხმარება.
ზრდადი ანაბარი შეგიძლია მინიმალური თანხით გახსნა და შემდეგ, ნებისმიერ დროს, შენთვის სასურველი პერიოდულობით დაამატო შენატანი. სარგებელი ერიცხება არა მხოლოდ საწყის თანხას, არამედ აქტიურ ანაბარს დამატებულ თითოეულ თეთრს.
თუ თანხის მოგროვება კონკრეტული მიზნისთვის გსურს
თუ თანხას კონკრეტული მიზნით აგროვებ - მაგალითად მოგზაურობა გსურს - საუკეთესო დამხმარე მიზნობრივი ანაბარია. მიზნობრივ ანაბარს პოზიტიური ფსიქოლოგიური ეფექტიც აქვს - მუდმივად გახსენებს კონკრეტულად რისთვის აგროვებ თანხას და მოტივაციას გმატებს.
თუ თანხა გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის გჭირდება
არავინ ვართ დაცული გაუთვალისწინებელი შემთხვევისგან. გაუთვალისწინებელი ხარჯებისგან გამოსავალი წინასწარ შექმნილი სოლიდური დანაზოგია.
მსგავს სიტუაციებში ეფექტური დაგროვების ინსტრუმენტი მოთხოვნამდე ანაბარია. ამ ტიპის ანაბარს შედარებით ნაკლები პასიური სარგებელი ერიცხება, მაგრამ სრულ ფინანსურ თავისუფლებას გთავაზობს. შეგიძლია შეინახო რა თანხაც გინდა, დაამატო რამდენიც გინდა და გაიტანო როდესაც გინდა. საპროცენტო სარგებელს კი ყოველდღიური ნაშთის მიხედვით მიიღებ.
თუ გინდა შვილის მომავალზე გრძელვადიან პერსპექტივაში იზრუნო
ვერასდროს გაუკეთებ შვილს იმაზე უფრო დიდ საჩუქარს, ვიდრე ხარისხიან განათლებაში ინვესტიციაა. უმჯობესია თადარიგი ახლავე დაიჭირო - რაც უფრო ადრე დაიწყებ დაგროვებას, მით უფრო შთამბეჭდავ დანაზოგს შექმნი იმ დროისთვის, როცა შენი შვილი სრულწლოვანი გახდება.
ამ მიზნის მისაღწევად საუკეთესო დამხმარე კრედო ბანკის საბავშვო ანაბარია. შეგიძლია სულ მცირე შენატანით დაიწყო, მაგრამ თანხა წლების განმავლობაში დააგროვო. იმ დროისთვის, როცა შენი შვილი 18 წლის გახდება, უკვე სოლიდური თანხა გექნება დაგროვილი.
თუ უკვე იცი, რა მიზნისთვის გსურს თანხის შეგროვება, მაშინ შეარჩიე კრედო ბანკში შესაფერისი ტიპის ანაბარი და გახსენი წამებში Mycredo მობაილ ბანკის დახმარებით ან გვეწვიე სერვისცენტრებში.