როგორია დაინტერესება და რა ტენდენციები გაოიკვეთა რესტრორან „ნამდვილის“ გახსნიდან 2 თვის შემდეგ. ამის შესახებ რესტორნის დამფუძნებელმა შოთა ბურჯანაძემ კომერსანტის ეთერში ისაუბრა. მისი თქმით, რესტორანი „ნამდვილი“, მაღალ დონეზე აკმაყოფილებს რესტორნის დამახასიათებელ 4 ძირითადი კომპონენტს

„რესტორანი „ნამდვილი“ ნამდვილად აკმაყოფილებს რესტორნის დამახასიათებელ 4 ძირითადი კომპონენტს, ესაა გემრიელი კერძები, კარგი სერვისი, გარემო, მუსიკა. როდესაც სტუმარი შემდეგში ისევ ბრუნდება და უკვე სხვა სტუმარი მოჰყავს, ესაა დამამტკიცებელი იმისა, რომ მას ნამდვილად მოეწონა, ესაა რაც რესტორანში მეორდება.“- განაცხადა შოთა ბურჯანაძემ. მისი თქმით, მნიშვნელოვანი ტრენინგი ჩაუტარდა სერვისის სფეროში მომუშავე პირებს, ამასთან როგორც მან აღნიშნა, მნიშვნელოვანია რომ რესტორნის ადმინისტრაცია მუდმივად ზრუნავდეს თანამშრომლების მოტივაციაზე, რადგან რესტორანი კერძებთან ერთად ემოციასაც „ყიდის“, ამაში კი სერვისში დასაქმებული ადამიანების განწყობას დიდი მნიშვნელობა აქვს.