ფრანგული კომპანია Renault არ გამორიცხავს რუსეთში დაბრუნებას, ამის შესახებ ავტოკონცერნის ხელმძღვანელმა ლუკა დე მეომ განაცხადა, იუწყება Financial Times.
„ჩვენ საქმიანი ხალხი ვართ. როდესაც ვხედავთ ბიზნეს შესაძლებლობას, ვცდილობთ გამოვიყენოთ იგი“, - თქვა მან.
Renault-ის ხელმძღვანელმა აღიარა, რომ ჯერ არ უფიქრია მისი დაბრუნების სცენარზე.
„გვაქვს ვარიანტი: ვნახოთ, როგორ წავა საქმე“, - თქვა მან.
„რენოს“ რუსეთში დაბრუნების პერსპექტივები საეჭვოდ მიაჩნია ფინანსურ დირექტორ ტიერი პიტონს.
„ვფიქრობ, თუ ჩვენ დავბრუნდებით რუსეთში გარკვეული პერიოდის შემდეგ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს მოხდეს ისე, როგორც ეს დაბრუნების პუნქტშია გათვალისწინებული“, - განმარტა მან და დასძინა, რომ „გადაწყვეტილების მიღება ნაადრევია“.
„რენომ“ რუსეთში მუშაობა 2022 წლის მარტში შეაჩერა. ორი თვის შემდეგ, კომპანიამ ხელი მოაწერა ხელშეკრულებას, რომ მისი რუსული აქტივები გადაეცა სახელმწიფო საკუთრებაში. მაშინ „რენომ“ რუსეთში თავისი აქტივების ღირებულება 2,195 მილიარდ ევროდ შეაფასა.