ხინკალი - ქართული ტრადიციული კერძი და ქართული კულინარიის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია . მისი დამზადება სათავეს  აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში იღებს.

ხინკალი შედგება ცომისა და მასში მოთავსებული გატარებული ან დაკეპილი ხორცისგან. როგორ არის შეზავებული ხორცი, ამის  მიხედვით ხინკლის სახეობებიც განსხვავდება  ქალაქური,  მთიულური,  მოხევური და ასე შემდეგ.

მას შემდეგ რაც საქართველოში პროდუქტები მნიშვნელოვნად გაძვირდა, შესაბამისად გაძვირდა ხინკლის ინგრედიენტებიც.

რა ღირს ერთი ცალი ხინკალი - ამის გარკვევას „კომერსანტი“ შეეცადა და  სოციალურ ქსელში თბილისში მდებარე რესტორნების ონლაინ მენიუები მიმოიხილა

ხინკალ ჰაბი - აქ ყველა სახეობის ხინკლის ფასი 1.5 ლარია.
კლიკეს ხინკალი - როგორც საფირმო, ასევე ქალაქური ხინკალი 1.6 ლარი ღირს. იგივე ფასი აქვს ხინკალს რესტორან „ფასანაურში“ კი 1.6 ლარი ღირს.

შედარებით ძვირია ხინკალი „ხინკლის ფაბრიკაში“ და კაფე „დაფნაში“- აქ 1 ცალი ხინკლის ფასი 1.8 ლარია.

ყველაზე ძვირი ხინკალი „რესპუბლიკა 24-ში“ აღმოჩნდა, აქ ულუფა, რომელიც 6 ცალ ხინკალს შეიცავს 15 ლარი ღირს, შესაბამისად  1 ცალი ხინკლის ფასი 2.5 ლარი გამოდის.