საქართველო ბუნებრივი რესურსებით მდიდარი ქვეყანაა, მაგრამ იმ რეგიონებს შორის, რომლებიც გამორჩეულ ენერგეტიკულ პოტენციალს ფლობენ, სვანეთი ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიულია. ეს თვალწარმტაცი და ისტორიულად გამორჩეული კუთხე მხოლოდ კოშკებისა და მყინვარების სამშობლო კი არაა, არამედ ენერგეტიკული თვალსაზრისითაც დიდი მნიშვნელობის მატარებელია, განსაკუთრებით განახლებადი ენერგიის მიმართულებით.
სვანეთი განსაკუთრებით ჰიდროენერგიის პოტენციალის მიმართულებით გამოირჩევა. რეგიონი მდიდარია სწრაფი და მძლავრი მთის მდინარეებით, როგორიცაა ენგური, მულხრა, ნენსკრა და სხვა. რეგიონში ჰიდროენერგიის განვითარების უკვე არსებული პროექტებიც არსებობს, მათ შორის ყველაზე ცნობილი — ენგურის ჰესია, რომელიც არა მარტო სვანეთის, არამედ მთელი ქვეყნის ენერგომომარაგებისთვის კრიტიკულია. თუმცა, გარდა დიდი ჰესებისა, სვანეთს განსაკუთრებული პოტენციალი გააჩნია მცირე და მიკრო ჰესების განვითარების მხრივაც . მათი მეშვეობით შესაძლებელია სოფლების ენერგოდამოუკიდებლობის მიღწევა.
უნდა აღინიშნოს, რომ სვანეთში უკვე ფუნქციონირებს მცირე/მიზნობრივი ჰესის ერთეული — 20 MW დადგმული სიმძლავრით და წლიურად დაახლოებით 69 GWh გამომუშავებით. ჰესმა ოპერირება დაიწყო 2023 წლის სექტემბერში. გარდა ამისა, სვანეთში ოპერირებს მესტიაჭალა HPP 1 და 2. ორივე მცირემასშტაბიანი ჰესი წარმოდგენილია ჯამში 50 MW დადგმული სიმძლავრით.
სამწუხაროდ, ჯერჯერობით გაჩერებულია რამდენიმე მნიშვნელოვანი ენერგეტიკული პროექტი, მათ შორისა, ნესკრა და ხუდონი. პროექტების მიხედვით, ჯამური დადგმული სიმძლავრე კი 980 MW- ია. გარდა ამისა, იგეგმება სადმელი ჰესის მშენებლობაც, რომელმაც გასულ წელს გარემოზე ზემოქმედების კვლევა დაასრულა. მოცემული ჰესებისა და სხვა დაგეგმილი მცირე ჰესების გათვალისწინებით, შესაძლებელია, რომ სვანეთის რეგიონში ენერგიის დადგმული სიმძლავრე 1 100–1 200 MW-მდე გაიზარდოს, რაც ქვეყანას საშუალებას მისცემს გააძლიეროს ენერგეტიკული უსაფრთხოება, შეამციროს იმპორტის საჭიროება და გაზარდოს ექსპორტის შესაძლებლობები.
მზის ენერგია
მიუხედავად იმისა, რომ სვანეთი მაღალმთიანი რეგიონია, აქ მზის სინათლის დღეების რაოდენობა წლიურად საკმაოდ მაღალია, განსაკუთრებით ზაფხულში. თანამედროვე ტექნოლოგიებით შესაძლებელია მცირე ზომის მზის პანელების დამონტაჟება სახლებზე, სასტუმროებზე ან მუნიციპალურ შენობებზე. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი შეიძლება გახდეს ტურიზმისთვის. ეკომეგობრული ინფრასტრუქტურა ახალი თაობის მოგზაურებს იზიდავს, რომლებიც კლიმატზე ზრუნვას პირველ ადგილზე აყენებენ. აქედან გამომდინარე, სვანეთი ტექნიკურად შეუძლია:
- ნაკლები ზომის PV–სატოპროექტების 20–50 MW-ის დაყენება: საუბარია ხალხის სახლების, სასტუმროების, საჯარო შენობების ჰიბრიდულ ელემენტებზე;
- საშუალო PV პროექტების – 50–100 MW-ის ფარგლებში განხორციელება, რომელიც პერსპექტიული ზონების მქონე ადგილებში შეიძლება მოხდეს;
- გასევე შეიძლება მასშტაბური პროექტებიც, უფრო დიდ შემთხვევაში – 130–250 MW
რაც შეეხება ქარის ენერგიას. ზემო სვანეთში ძირითადად 2,000 მეტრზე ზემოთ — გამოირჩევა სტაბილური ქარებით, რაც საშუალებას იძლევა ქარის ტურბინების გარკვეულწილად განვითარება მოხდეს. ქარის პოტენციალის სიღრმისეული შესწავლა ჯერ კიდევ არ დასრულებულა, თუმცა წინასწარი მონაცემები ოპტიმისტურია.
საბოლოო ჯამში, სხვადასხვა შეფასებები ცხადყოფს, რომ სვანეთის ენერგეტიკული პოტენციალი, განსაკუთრებით განახლებადი წყაროების ჭრილში, სტრატეგიული სიმდიდრეა — არა მხოლოდ რეგიონისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის. სწორი დაგეგმვა, ბუნების მიმართ მზრუნველობით შესრულებული პროექტები და ადგილობრივი თემების ჩართულობა საშუალებას მისცემს ქვეყანას, სვანეთი აქციოს ენერგეტიკულად მდგრად რეგიონად, რომელიც შეინარჩუნებს თავის უნიკალურ ეკოსისტემას და ამავე დროს მოემსახურება როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე ქვეყანას მთლიანობაში.