რა არის საავტორო უფლება, რა წარმოადგენს საავტორო ნაწარმოებს,  ვისი უფლება ვრცელდება მასზე და რა უფლებები გააჩნიათ ნაწარმოების ავტორებს, ამ და სხვა თემებზე , რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში, „ბიზნესი და სამართალი ნინო ლიპარტიასთან ერთად“ საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარემ გიგა კობალაძემ ისაუბრა.

მისი თქმით საავტორო უფლება ვრცელდება მეცნიერების ხელოვნების და ლიტერატურის ნაწარმოებზე და ნებისმიერ ავტორს  მასზე წარმოეშვება საავტორო უფლება და მას არანაირი რეგისტრაცია და გაფორმება არ სჭირდება.

„იდეა მსოფლიოში არსად საავტორო უფლებით დაცული არ არის, იდეა არის თავისუფალი აზროვნების ნაყოფი და შეიძლება რამდენიმე ადამიანს ერთდროულად მსგავსი იდეა  მოუვიდეს, მთავარია ამ იდეის განხორციელება და ხორცშესხმა, როგორც კი იდეა განხორციელდება მასზე საავტორო უფლება ვრცელდება.

ნაწარმოებად მიიჩნევა ,  მეცნიერების, ხელოვნების და  ლიტერატურის  ნებისმიერი ნაწარმოები, აქ ხელონება და ლიტერატურა  გაყოფილია იმიტომ რომ  კანონის მიზნებიდან გამომდინარე ლიტერატურულ  ნაწარმოებად  ითვლება  კომპიუტერულ ემაზე  შექმნილი ნაწარმოები, ამიტომ გამოყო კანონმა და ხელოვნებას  არ მიაკუთვნა.“ - აღნიშნა გიგა კობალაძემ.

გიგა კობალაძის  განმარტებით საავტორო  უფლება  იყოფა  ორ  ნაწილად  ესენია პირადი უფლებები და ქონებრივი  უფლებები , პირადი უფლება  ნიშნავს სახელის უფლებას რაც  დაცულია უვადოდ და მას ვადა არ გააჩნია. რაც შეეხება  ქონებრივ უფლებას კობალაძე  აღნიშნავს, რომ ეს არის უფლება რომ ავტორმა მიიღოს  გარკვეული ანაზღაურება საკუთარი ნაწარმოების გამოყენების დროს.

„ამ ჰონორარის მიღება ავტორს შეუძლია როგორც უშუალოდ მოსარგებლესთან ხელშეკრულების გაფორმებით, ასევე საავტორო უფლებების  კოლექტიური მართვის ორგანოს მეშვეობით.

კოლექტიურ  მართვას  გააჩნია  200 წლიანი ისტორია და ეს არის მოხერხებული მექანიზმი ორივე მხარისთვის, რომ მათ  ერთი  ფანჯრის  პრინციპით შეიძინონ ეს უფლება და აღარ მოუწიოთ მილიონობით ავტორთან ურთიერთობა და ანალოგიურად ავტორს არ მოუწიოს მილიონ მოსარგებლესთან უფლება.

თუმცა ქონებრივი უფლება იზღუდება კანონმდებლობით ეს არის ავტორის სიცოცხლის მანძილზე და მისი გარდაცვალებიდან 70 წლის განმავლობაში, 70 წლის შემდეგ ყველას აქვს უფლება, რომ ეს ნაწარმოები გამოიყენოს ნებართვის გარეშე. 70 წლის შემდეგ ის ხდება სახალხო მოხმარების და მისი გამოყენება შეუძლია ყველას, თუმცა ეს არ ეხება სახელის უფლებას“- აღნიშნა გიგა კობალაძემ.

კობალაძე განმარტავს რომ როდესაც ავტორი აცხადებს, რომ ის  არის  რომელიმე კონრეტული ნაწარმოების ავტორად მანამ სანამ არ დადასტურდება საწინააღმდეგო.

„ჩვენ კვლევის არც ვალდებულება და არც საშუალება არ გვაქვს, ეს არის  ჩვენ კომპეტენციის  გარეთ.“ - აღნიშნავს გიგა კობალაძე.