„ტოიოტა ცენტრ თბილისის“ დამფუძნებელი ირაკლი გურჩიანი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას ეხმაურება, სადაც აღნიშნულია, რომ შტატები საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობას აჩერებს. ბიზნესმენის განცხადებით, ეს ქვეყნისთვის კატასტროფის ტოლფასი იქნება, რაც საქართველოს ეკონომიკას უზარმაზარ ზიანს მიაყენებს. ირაკლი გურჩიანის შეფასებით, ქვეყანა ტაჯიკეთის დონეზე დავა.

,,კატასტროფაა ქვეყნისთვის. დღემდე საქართველო მოვიდა ამერიკის დახმარებებით. არ არსებობს დარგი, რომ დაფინანსებაში არ იყვნენ ჩართული. ჯარი, პოლიცია ფეხზე მაგათ დაგვიყენეს. ეს ყველაფერი თუ გაჩერდება მე არ ვიცი, რისი იმედი უნდა გვქონდეს? თავისთავად ლარის კურსიც გაიქცევა. ისედაც გარბის. ბოლომდე ძალაში რომ შევა ეს განცხადება, არ ვიცი რა გვეშველება. ქვეყანა ტაჯიკეთის დონეზე ჩავარდება ნამდვილად. იმედია 90-იანებში არ ჩავვარდებით და ძმათა მკვლელი ომი არ გვექნება. ტაჯიკეთის დონეზე, რომ დავალთ ეს ნამდვილია. გამოსავალი არის აქციებზე გაჟღერებული მოთხოვნების დაკმაყოფილებაში.’’- აცხადებს ,,კომერსანტთან’’ საუბარში ირაკლი გურჩიანი