COSRX კორეული თავის მოვლისა და კოსმეტიკური პროდუქტების მწარმოებელი ლიდერი ბრენდია, რომლის ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში კომპანია PSP-ა. ბრენდის ყოველთვიურ საინფორმაციო ბიულეტენში აღნიშნულია: „ჩვენ ვაღიარეთ EMEA-ს რეგიონის პარტნიორები, რომლებმაც სხვადასხვა კატეგორიაში განსაკუთრებული მიღწევები აჩვენეს. კრეატიულობის, თავდადებისა და პირველი კვარტლის განმავლობაში გამორჩეული მარკეტინგული ძალისხმევის წყალობით, PSP შეირჩა ჩვენს პირველი კვარტლის საუკეთესო მარკეტინგულ პარტნიორად“.
წლებია, კომპანია საქართველოში საუკეთესო კორეული ბრენდების ფართო ასორტიმენტს ხელმისაწვდომს ხდის საქართველოს მასშტაბით თითოეული მოქალაქისთვის.
„PSP არაერთი ადგილობრივი და საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია, თუმცა თითოეული აღიარება და გამარჯვება, კომპანიისთვის სიხარულთან ერთად პასუხისმგებლობას უკავშირდება. პასუხისმგებლობას, როგორც პარტნიორი კომპანიების, ასევე ჩვენი მომხმარებლის წინაშე.
„კოს არექსი“ ერთ-ერთი ახალი ბრენდია ჩვენს ქსელში, ამდენად კიდევ უფრო სასიამოვნოა პარტნიორის მხრიდან აღიარება, თუმცა ქართველ მომხმარებლებში კოს არექსის პროდუქტების პოპულარობის გარეშე, ეს შედეგი მიღწეული ვერ იქნებოდა.
კორეული ბრენდების პროდუქცია PSP-ს ერთ-ერთი მთავარი და მზარდი მიმართულებაა, მუდმივად ვამატებთ ახალ ბრენდებს და ვაფართოებთ ასორტიმენტს. უახლოეს მომავალში ქართველ მომხმარებელს კიდევ არაერთ ცნობილ კორეულ ბრენდს შევთავაზებთ“- აცხადებენ PSP-ში.
PSP კორეული ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა
„საქართველო თქვენგან მკაფიო პასუხს ელის“ - ირაკლი კობახიძე ევროპული სტრუქტურების ხელმძღვანელებს ღია წერილით მიმართავს
მაქსიმუმ რამდენიმე კვირაში გვექნება სამმართველო შსს-ში, რომელიც უზრუნველყოფს მუდმივ მონიტორინგს, რათა შუღლი, დაპირისპირება, სიძულვილის ენა იქნას ამ ქვეყანაში უარყოფილი - მდინარაძე
მთავრობა „სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციების მონიტორინგის და სამართლებრივი რეაგირების“ სამმართველოს ქმნის
ირაკლი კობახიძე ბაქოში, მსოფლიო ურბანულ სამიტში მიიღებს მონაწილეობას
„ივანიშვილი იმ დონის ავაზაკია, ცდილობს აშშ-ის პრეზიდენტის ოჯახზე გავიდეს“ - შალვა ნათელაშვილი ტრამპ-თაუერის მშენებლობაზე
1779166800
1779102000