Sony-მ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ოფიციალურად დაიწყო აქცია, რომლის ფარგლებშიც PlayStation 5 ფასდაკლებით იყიდება. ეს არის კონკრეტულად Sony-ს ინიციატივა და არა ადგილობრივი საცალო ვაჭრობის კომპანიების გადაწყვეტილება.
მაგალითად, დიდ ბრიტანეთში ფასი 479,99 ფუნტის ნაცვლად 399,99 ფუნტამდე დაეცა, გერმანიაში კი 549,99 ევროს ნაცვლად 459,99 ევრომდე ღირს.
ამავდროულად, PlayStation 5-ის ღირებულება უკრაინაშიც შემცირდა. დიდ მაღაზიებში ახლა მისი ფასი 22699 გრივნას ნაცვლად 19999 გრივნაა, ამგვარად, ღირებულება 11,9%-ით შემცირდა.
როგორც „კომერსანტმა“ გაარკვია, PlayStation 5 ბოლო პერიოდში საქართველოშიც გაიაფდა. არსებული ფასები სხვადასხვა ონლაინ მაღაზიებში 1399-იდან 1999 ლარამდე მერყეობს.
Sony-ს ეს აქცია 7 აგვისტომდე გაგრძელდება.
2024 წლის შემოდგომაზე კომპანია PS5 Pro-ს გამოუშვებს, რომელიც PlayStation 5-ის გაძლიერებული ვერსია იქნება.
შემდეგი თაობის მოდელი - PlayStation 6 2028 წელს გამოვა.