პირ­და­პი­რი ზე­წო­ლა, ცი­ხე­ში სა­კუთ­რე­ბე­ბის გა­და­ფორ­მე­ბა, პო­ლი­ცი­ა­ში და ბიზ­ნეს­მე­ნე­ბის პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში და­ბა­რე­ბე­ბი, სა­კუთ­რე­ბე­ბის წარ­თმე­ვის, ასე­თი რამ მე არ გა­მი­გია ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პე­რი­ოდ­ში, - ამის შესახებ თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი ირაკ­ლი ალა­სა­ნია რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბის პოდ­კას­ტში "2150" ამ­ბობს.

მისი თქმით, დღეს ბიზ­ნე­სი გა­ცი­ლე­ბით თა­ვი­სუ­ფა­ლია ვიდ­რე ეს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის პრეზიდენტობის დროს იყო. ექსმი­ნის­ტრი გან­მარ­ტავს, რომ ბიზ­ნე­სი, რა­საც აწარ­მო­ებს ევ­რო­პუ­ლი ინ­ვეს­ტი­ცი­აა და ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით არა­ნა­ი­რი წი­ნა­ღო­ბა არ შემ­ხვედ­რია.

"არა­ნა­ი­რი შე­ხე­ბა მთავ­რო­ბას­თან არ მაქვს, ჩვენ მთავ­რო­ბის­გან არა­ფერს ვი­თხოვთ, ჩვენ ვართ ევ­რო­პუ­ლი ფონ­დი, რომ­ლე­ბიც ვყი­დუ­ლობთ კერ­ძო სა­კუთ­რე­ბას კერ­ძო პი­რე­ბის­გან და მათ­თან გვაქვს მო­ლა­პა­რა­კე­ბა. ტყუ­ი­ლი იყო, რომ ცა­თამბჯე­ნებს ვა­შე­ნებთ.

    ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში რომ სა­სა­მარ­თლო არ არის სა­მარ­თლი­ა­ნი, სა­უ­ბა­რი მა­გით და­ვი­წყე. თუმ­ცა, სა­მარ­თლი­ა­ნი უნდა ვიყო, მე არა­ნა­ი­რი წი­ნა­ღო­ბა არ შემ­ხვედ­რია აქამ­დე. ისიც უნდა შე­ვა­და­როთ, რომ ჩემ­თვის წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პე­რი­ოდ­ში, რა­ი­მე ბიზ­ნეს აქ­ტი­ვო­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა იქ­ნე­ბო­და პრაქ­ტი­კუ­ლად შე­უძ­ლე­ბე­ლი, ვამ­ბობ, სა­ა­კაშ­ვი­ლის პე­რი­ოდ­ში. მე დღეს არა­ნა­ი­რი წი­ნა­ღო­ბა არ შემ­ხვედ­რია აქამ­დე, ამი­ტომ მე ვერ მო­ვი­ტყუ­ე­ბი, სა­მარ­თლი­ა­ნი უნდა ვიყო. და­ნარ­ჩე­ნი ვინ რა გა­რი­გე­ბა­შია შე­სუ­ლი ჭო­რებ­ზე სა­უ­ბარს არ და­ვი­წყებ.

    მე ვარ აბ­სო­ლუ­ტუ­რად თა­ვი­სუ­ფა­ლი ჩემს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებ­ში, იმ ბიზ­ნესს რა­საც ვა­წარ­მო­ებთ სუფ­თა ბიზ­ნესს ევ­რო­პუ­ლი ინ­ვეს­ტი­ცი­აა და უნდა ვა­ღი­ა­რო რომ მე წი­ნა­ღო­ბა არ შემ­ხვედ­რია არა­ნა­ი­რი.

    რე­ა­ლურ ბიზ­ნეს თა­ვი­სუფ­ლე­ბას სჭირ­დე­ბა ბევ­რი კომ­პო­ნენ­ტი: უნდა გვქონ­დეს თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­სა­მარ­თლო, მაგ­რამ წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­დან გან­სხვა­ვე­ბით, რაც მე მახ­სოვს, მე თვი­თონ ვი­ყა­ვი ოპო­ზი­ცი­ა­ში, რა ბრუ­ტა­ლუ­რად ექ­ცე­ოდ­ნენ ბიზ­ნეს­მე­ნებს, ეს რე­ა­ლუ­რად არ ხდე­ბა, გა­რი­გე­ბე­ბი ალ­ბათ არის, მე არ ვარ ის ადა­მი­ა­ნი, რომ ჭო­რებ­ზე ვი­სა­უბ­რო, მაგ­რამ ასე­თი პირ­და­პი­რი ზე­წო­ლა, ცი­ხე­ში სა­კუთ­რე­ბე­ბის გა­და­ფორ­მე­ბა, პო­ლი­ცი­ა­ში და ბიზ­ნეს­მე­ნე­ბის პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში და­ბა­რე­ბე­ბი, სა­კუთ­რე­ბე­ბის წარ­თმე­ვის, ასე­თი რამ მე არ გა­მი­გია ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პე­რი­ოდ­ში" - ამ­ბობს ირაკლი ალასა­ნია.