პეტროკას ენერჯი ჯგუფი“ კასპიისა და შავი ზღვის რეგიონებში ერთ-ერთი წამყვანი ინტეგრირებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანია, აქციონერთა შემადგენლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებების შესახებ აცხადებს.

2025 წლის 25 აპრილს განხორციელებული გარიგების შედეგად, ჯგუფის არსებულმა აქციონერებმა სრულად გამოისყიდეს  ბატონ დავით იაკობაშვილის წილი „პეტროკასში. აღნიშნული ცვლილება სრულ თანხვედრაშიაპეტროკასის“ გრძელვადიან სტრატეგიასთან, რომელიც მოიცავს ტრეიდინგის, საცალო ვაჭრობის ქსელების, ლოგისტიკის და ავიასაწვავის მიწოდების სერვისების გაფართოებას, ევრაზიის მასშტაბით და მის ფარგლებს გარეთ.

ცნობისათვის, პეტროკას ენერჯი ჯგუფი აერთიანებს ისეთ კომპანიებს, როგორიცაა - გალფ ჯორჯია, გალფ ავიაცია და ფოთის ნავთობ ტერმინალი.

აღნიშნული ჯგუფი გახლავთ, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი დამსაქმებელი, რომელიც ქვეყანაში 2011 წლიდან ოპერირებს. ჯგუფის კონტრიბუცია საგადასახადო მიმართულებით დღიდან დაარსებისა აჭარბებს 700 მილიონ ლარს. მის შემადგენლობაში შემავალ კომპანიებს დასაქმებული ჰყავს საქართველოს 3000მდე მოქალაქე.

ასევე პეტროკას ენერჯი ჯგუფი გახლავთ ერთ-ერთი მოწინავე ბიზნეს გაერთიანება საქართველოში, რომელიც განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს კორპორატიულ სოციალური პასუხისმგებლობის საკითხს და არის ინიციატორი ისეთი დიდი პროექტებისა, როგორიცაა - წარმატებული სტუდენტების დაფინანსების პროგრამები - საქართველოსა და ამერიკაში.

გალფის სტიპენდიით 2021 წლიდან 300მა პირველკურსელმა სტუდენტმა ისარგებლა.

ჯგუფი ხელს უწყობს საქართველოში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას არა მხოლოდ ცალკეული პროექტებით, არამედ ინფრასტრუქტურული მხარდაჭერითაც - როგოიცაა საქართველოს მასშტაბით 20 საკალათბურთო მოედნის აშენება.