პაშა ბანკის პარტნიორებისთვის საქართველო-აზერბაიჯანის უნიკალური მუსიკალური კოლაბორაციის პრემიერა გაიმართა პაშა ბანკის პარტნიორებისთვის განსაკუთრებული კულტურული საღამო გაიმართა, რომლის მთავარი ნაწილი საქართველო-აზერბაიჯანის უნიკალური მუსიკალური კოლაბორაციის პრემიერა
იყო. ისტორიულ თეატრ „სკენეში“ ქართული ხალხური ანსამბლი „დიდგორი“ და აზერბაიჯანელი საქსოფონისტი რაინ სულთანოვი პირველად წარდგნენ ერთობლივი პროგრამით, რომელიც
სპეციალურად პაშა ბანკის სტუმრებისთვის მომზადდა.
საღამომ ტრადიციული და თანამედროვე მუსიკალური ელემენტები გააერთიანა და სტუმრებს განსხვავებული გამოცდილება შესთავაზა. პაშა ბანკისთვის პარტნიორობა მხოლოდ საბანკო მომსახურებას არ ნიშნავს. ბანკისთვის
მნიშვნელოვანია პარტნიორებთან გრძელვადიანი ურთიერთობების განვითარება და ისეთი
ინიციატივების განხორციელება, რომლებიც ურთიერთობას დამატებით ღირებულებას სძენს.
პაშა ბანკი საქართველოში 13 წელია ოპერირებს და ბიზნესებს კორპორატიული საბანკო მომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს. ის რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი აზერბაიჯანული ჰოლდინგის - პაშა ჰოლდინგის წევრია. პაშა ბანკი წარმოდგენილია სამ
ქვეყანაში - აზერბაიჯანი, საქართველო და თურქეთი.
რეგიონში მოღვაწე ბიზნესებისთვის ბანკი
მნიშვნელოვანი და ძლიერი ფინანსური პარტნიორია.