ბიძინა ივანიშვილის სასტუმრო „პარაგრაფის“ შემოსავალი 2021 წელს 35 060 000 ლარს შეადგენდა. საანგარიშო პერიოდში სასტუმროს მმართველი კომპანია „ბლექ სი რიზორთსი“ 858 000 ლარის წმინდა მოგებაზე გავიდა.
დოკუმენტის მიხედვით, სასტუმროს ამონაგები ოთახების გაქირავებიდან 20,414,000 ლარი იყო, ამონაგები საკვების გაყიდვიდან - 10,579,000 ლარი; ამონაგები სასმელების რეალიზაციიდან - 1,920,000 ლარი; ამონაგები გამაჯანსაღებელი და სპა ცენტრიდან - 1,746,000 ლარი, ხოლო სხვა შემოსავალი - 401,000 ლარი.
გაწეული მომსახურების თვითღირებულება 26 მილიონ ლარს შეადგენდა, რომელშიც შედიოდა უშუალოდ მომსახურე პერსონალის ანაზღაურებები 6 მილიონი ლარი, აქტივების ცვეთა 5.9 მილიონი ლარი, სასტუმროს სახარჯი ინვენტარი 8 მილიონი ლარი და კომუნალური გადასახადები 4 მილიონი ლარი.
ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული „ტურიზმის განვითარების ფონდის“ მიერ შეკვეთილში, აშენებული ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო „პარაგრაფი“ ოფიციალურად 2018 წელს გაიხსნა. სასტუმრო მაღალი საფასო კატეგორიის ბრენდს Autograph Collection-ს მიეკუთვნება.