ოლ-პი ჯგუფი“ იატაკის ტექნოლოგიების ლიდერ კომპანიად დასახელდა. საპატიო სტატუსი მას ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ბიზნეს დაჯილდოებაზე Golden Brand ორგანიზატორების მიერ მიენიჭა. მათი განმარტებით, გადაწყვეტილების მიზეზი კომპანიის წარმატების უწყვეტი დინამიკა და პროექტების მასშტაბი გახდა.

17 წლის განმავლობაში „ოლ-პი ჯგუფმა“ მოახერხა სხვადასხვა ინდუსტრიის წარმომადგენლების საიმედო პარტნიორი გამხდარიყო. კომპანიის გენერალური დირექტორის ნიკოლოზ მაჩალაძის განმარტებით, „ოლ-პი ჯგუფის“ სერვისები მოთხოვნადია როგორც ლოგისტიკური, ასევე ჰორეკა თუ წარმოების სექტორისთვის.

„იქნება ეს სასაწყობო სივრცეები, საწარმოო ზონები თუ ქარხნის გარე ტერიტორიები - ყველა მათგანზე შესაბამისი ტექნიკური გადაწყვეტა და პროდუქტი გვაქვს.  მივყვებით კონკრეტული ინდუსტრიისთვის განკუთვნილ გამკაცრებულ სტანდარტებს”, - აღნიშნავს მაჩალაძე.

„ოლ-პი ჯგუფი“ წლებია უწყვეტად სთავაზობს სხვადასხვა სექტორს ინოვაციურ და მათზე მორგებულ, ექსკლუზიურ სერვისებს . კომპანიის გენერალური დირექტორის თქმით, უპირატესობას საერთაშორისო ბრენდებთან ექსკლუზიური თანამშრომლობა განაპირობებს.

„მაგალითისთვის მოგიყვანთ პოლიმერბეტონის იატაკს. პროდუქტს გააჩნია HACCP-ის სერტიფიკატი, ვერცხლის იონებზე დაფუძნებული ტექნოლოგიით, იგი ზედაპირზე არსებულ ბაქტერიებს სრულად ანადგურებს. შესაბამისად, წარმოიდგინეთ რამხელა მნიშვნელობისაა მისი გამოყენება კვებისა და ღვინის ინდუსტრიაში. პროდუქტს გლობალური ბრენდთან FLOWCRETE თანამშრომლობის ფარგლებში ვფლობთ, - განმარტავს იგი. კომპანიის მნიშვნელოვანი უპირატესობაა ასევე ჰიდროიზოლაციის სისტემების მიმართულებით არსებული პარტნიორები, როგორიცაა KOSTER-ი. ბრენდის წარმომადგენლები უშუალოდ არიან ჩართულები პროცესის განხორციელებაში და „ოლ-პი ჯგუფის“ სერვისის ხარისხის  საერთაშორისო მასშტაბებს ადასტურებენ.

საერთაშორისო ხარისხი „ოლ-პი ჯგუფმა” 2022 წელს სერვისის ქვეყნის ფარგლებს გარეთ გატანითაც დაადასტურა. უზბეკეთში კომპანია უკვე არაერთ მნიშვნელოვან პროექტშია ჩართული. მათ შორისაა, „კოკა-კოლას” საწარმოს იატაკის სერვისებით სრულად  უზრუნველყოფა, ასევე მასშტაბური ფარმაცევტული საწყობისთვის განხორციელებული სამუშაოები.

იატაკის ტექნოლოგიების ლიდერი კომპანიის სტატუსის მიღმა, „ოლ-პი ჯგუფის” ოპერირების სფეროები ფარავს სერვისების ფართო სპექტრს.  მათ შორისაა სარემონტო სამუშაოები და ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მშენებლობა.

„ყოველთვის მივისწრაფვით განვითარებისკენ და სერვისის სრულყოფისკენ. ეს კი  დამკვეთი მხარისთვის მაქსიმალურად კომფორტული, კრეატიული და ოპტიმალური გადაწყვეტილებების შეთავაზებით გამოიხატება, - დასძენს ნიკოლოზ მაჩალაძე.

მსგავსია სამომავლო გეგმებიც. ეს კი იმას ნიშნავს, რომ “ოლ-პი ჯგუფი” პარტნიორებს განახლებულ მიმართულებებს წარუდგენს, არსებულ სერვისებში კი ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვაა გათვალისწინებული.