2023 წლის 29 სექტემბერს, კომპანია გრანთ თორნთონმა ევროპულ ბიზნეს ასოციაციასთან ერთად გამართა ღონისძიება თემაზე: მუდმივი დაწესებულების (ფილიალი, წარმომადგენლობა და სხვ) საგადასახადო დაბეგვრის და ფინანსური ანგარიშგების გამოწვევები.
ღონისძიება გახსნეს და თემის აქტუალობაზე ისაუბრეს ევროპული ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენმა ჯონ ბრაეკეველდტმა და გრანთ თორნთონის თანა-მმართველმა პატნიორმა პაატა შურღაიამ.
საჯარო-კერძო დიალოგი - „მუდმივი დაწესებულების საგადასახადო დაბეგვრის და ფინანსური ანგარიშგების გამოწვევები“ - მიზნად ისახავდა მუდმივი დაწესებულებების (ფილიალი, წარმომადგენლობა და სხვ) საგადასახადო დაბეგვრის აქტუალური საკითხების და შესაბამისი ფინანსური ანგარიშგების გამოწვევების განხილვას.
თემის ზოგადი მიმოხილვა წარმოადგინა და პანელური დისკუსიას უხელმძღვანელა გრანთ თორნთონის საგადასახადო მიმართულების ხელმძღვანელმა - ქეთევან ღამბაშიძემ; პანელურ დისკუსიაში ასევე მონაწილეობდნენ: ნათია ჩაგანავა - გრანთ თორნთონის საგადასახადო მენეჯერი და შემოსავლების სამსახურის, აუდიტის დეპარტამენტის წარმოადგენელები - შოთა მინაშვილი - მსხვილ გადამხდელთა ოფისის უფროსი და მარიამ გუგუტიშვილი - მსხვილ გადამხდელთა ოფისის ტრანსფერ ფრაისინგის მთავარი აუდიტორი.
ღონისძიებას ესწრებოდნენ და განხილვაში აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ საკონსულტაციო სფეროს და ბიზნესის წარმომადგენლები.
საქართველოს ბიზნეს გარემოს გასავითარებლად, კორპორაციული პასუხისმგებლობის ფარგლებში, გრანთ თორნთონი კვლავ გააგრძელებს ბიზნეს ასოციაციებთან და სხვა ბიზნეს, თუ სახელმწიფო ორგანიზაციებთან პარტნიორობას.