მოკვდა ტრადიციული მაღაზიების ბაზარი, ვერ შემაქვს ვერსად, - ამის შესახებ კომპანია „ბარამბოს“ კომერციულმა დირექტორმა ჯანო კუციამ ფასების შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის სხდომაზე განაცხადა.
როგორც მან ფასების საპარლამენტო კომისიაზე განაცხადა, ქსელებმა მაღაზიები არაკონკურენტულ მდგომარეობაში ჩააყენეს.
„დიდმა ქსელმა დიდი გაყიდვების სანაცვლოდ მოგვთხოვა „ქეშბექი“, ჩვენც მივეცით. ამ ქსელებმა ეს „ქეშბექი“ ასახეს ფასებზე, ძალიან გააიაფეს პროდუქტი და ტრადიციული {უბნის} მაღაზიები, კონკურენტუუნაროები გახდნენ. ისინი ამოვარდნენ ამ სტრატეგიიდან. როცა ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ FMCG სექტორში 40% უკავია მარტო ამ Modern Trade-ს ანუ ქსელურ მარკეტებს და 60% ტრადიციულს, უკვე შეცდომაა და ალბათ აქ არის რაღაც სანახავაი“, - ამბობს ჯანო კუცია