მიკრობანკი ემბისი თბილისში კიდევ ერთ სერვის ცენტრს ხსნის. ახალი ფილიალი სანზონაში, დავით
გურამიშვილის №34-ში მდებარეობს და კომპანიის ქსელში რიგით მე-18 მომსახურების ცენტრია.
ემბისის ახალი სივრცე მყუდრო გარემოსა და სრულ საბანკო მომსახურებას აერთიანებს. კომპანიის
პრიორიტეტია, ფინანსური სერვისები კიდევ უფრო ხელმისაწვდომი, სწრაფი და მომხმარებლის
საჭიროებებზე მორგებული გახადოს.
მიკრობანკი ემბისი ქართულ საფინანსო ბაზარზე 2013 წლიდან ოპერირებს. კომპანია
ორიენტირებულია მიკრო მცირე და საშუალო მეწარმეების დაკრედიტებაზე. ემბისი პირველი
ფინანსური ინსტიტუტია, რომელმაც საქართველოს ეროვნული ბანკისგან მიკრობანკის ლიცენზია
მოიპოვა. ამავდროულად, იგი ბაზარზე პირველი მიკრობანკია, რომლის ინვესტორიც საქართველოს
საპენსიო სააგენტო გახდა.
დღეს ემბისი საქართველოს 8 რეგიონში 18 სერვის ცენტრს ფლობს - თბილისში კი 6 ფილიალითაა
წარმოდგენილი.
ქსელის გაფართოების პარალელურად, კომპანია აქტიურად მუშაობს ციფრული არხების
განვითარებაზე და მალე მომხმარებელს ამ მხრივაც შესთავაზებს სიახლეებს.
მიკრობანკი ემბისი ქსელს აფართოებს - თბილისში ახალი სერვის ცენტრი გაიხსნა
ირაკლი კობახიძე თურქეთში რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა
2028 წლის საპარლამენტო არჩევნებში დარწმუნებული ვარ, აუცილებლად გავიმარჯვებთ - ირაკლი კობახიძე
საქართველომ მრავალი წლის განმავლობაში დაამტკიცა, რომ სანდო ხიდია ევროპასა და აზიას შორის - ირაკლი კობახიძე
დაინტერესებულნი ვართ, გავხდეთ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი, თუმცა, თუ ამჟამინდელ ევროკავშირს შევხედავთ, მას სერიოზული გამოწვევები აქვს - ირაკლი კობახიძე
თუ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანდება, რუსეთი მას არამეგობრული ქვეყნების სიაში შეიყვანს- ზახაროვა