მიკრობანკი ემბისი ფულის გლობალური კვირეულის აღნიშვნას უერთდება და ტრადიციულად, მონაწილეობას
მიიღებს საქართველოს ეროვნული ბანკისა და საგანმანათლებლო პლატფორმა ფინედუს დაგეგმილ
აქტივობებში.
ფინანსური განათლების მხარდაჭერის ინიციატივებს ემბისი უკვე მრავალი წელია ახორციელებს.
ახალგაზრდებში ფინანსური განათლების ხელშეწყობა კი კომპანიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს
წარმოადგენს.
ფულის გლობალური კვირეულის ფარგლებში, ემბისის წარმომადგენლები სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებს
შეხვდებიან და მათთან ერთად სახალისო და შემეცნებით ფორმატში ისაუბრებენ ფულის დაზოგვის
მნიშვნელობაზე, გონივრული ხარჯვის პრინციპებზე, ფინანსური გადაწყვეტილებების სწორად მიღებასა და
დანაზოგების უსაფრთხოებაზე.
ფულის გლობალური კვირეული საქართველოში ეროვნული ბანკისა და საგანმანათლებლო პლატფორმა
ფინედუს ინიციატივით უკვე 16 წელია ტარდება. აქტივობის მიზანია ბავშვებსა და ახალგაზრდებში ფინანსური
ცნობიერების ამაღლება, დაზოგვის კულტურის წახალისება და პასუხისმგებლიანი ფინანსური ქცევის
ფორმირება.
ფულის გლობალური კვირეულის აღნიშვნაში ემბისი უკვე მე-5 წელია მონაწილეობს. კომპანიის დესპანები ამ
ხნის განმავლობაში 40-მდე სკოლის 1200-ზე მეტ მოსწავლეს შეხვდნენ.