McHappy Day მაკდონალდსის გლობალურ საქველმოქმედო კამპანიას წარმოადგენს, რომელიც ათწლეულებია სოციალური პასუხისმგებლობის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს ბრენდის სტრატეგიაში. კამპანია მიზნად ისახავს ბავშვებისთვის თანაბარი შესაძლებლობების შექმნას, განსაკუთრებით მათთვის, ვინც განვითარების დამატებით მხარდაჭერას, ჯანსაღ გარემოს და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობას საჭიროებს.
„მაკდონალდს საქართველო“ უკვე წლებია აქტიურად მონაწილეობს McHappy Day-ის საქველმოქმედო ინიციატივებში და ადგილობრივ დონეზე მნიშვნელოვან სოციალურ საკითხებს ეხმიანება, რაც ბრენდის სოციალურ პასუხისმგებლობაზე ზრუნვის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს.
2025 წლის McHappy Day ტრადიციულად 1 ივნისს დაიწყო და მიზნად დაისახა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების მხარდაჭერა საქართველოში. წლევანდელი მოსარგებლე გახდა ასოციაცია „ანიკა“. ორგანიზაცია, რომელიც 1997 წლიდან მოტორული და გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე ბავშვებს ემსახურება და მუშაობს მათ უფლებებზე, შესაძლებლობებზე და სრულფასოვან სოციალურ ჩართულობაზე.
ასოციაცია “ანიკას” პროგრამა გულისხმობს მშობლების ჩართულობასაც და მათთვის უნარ-ჩვევების სწავლებას ბავშვის განვითარების ხელშეწყობის მიზნით. ბავშვისა და მშობლების საჭიროებიდან გამომდინარე მუშაობის პროცესში ჩართულია სხვადასხვა სპეციალისტი: ფსიქოლოგი, მეტყველების თერაპევტი, ოკუპაციური თერაპევტი. თითოეულ ბავშვთან მუშაობა მიმდინარეობს ინდივიდუალური გეგმით, რომელშიც აქტიურად იღებენ მონაწილეობას მშობლები და ოჯახის სხვა წევრები.
“მაკდონალდს საქართველოს” მხარდაჭერით, ცენტრში მოეწყო თანამედროვე, სრულად აღჭურვილი სენსორული ოთახი, რომელიც უკვე აქტიურად ემსახურება ასოციაციის მოსარგებლეებს. სენსორული ინტეგრაციის თერაპია ხელს უწყობს მოტორული უნარების განვითარებას, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა არსებობს გონებრივი განვითარების შეფერხება, მეტყველების, ქცევისა და კომუნიკაციის სირთულეები. მნიშვნელოვანი იყო ასევე ადრეული განვითარების სფეროს პროფესიული რესურსის გაძლიერება, პროექტის ფარგლებში გადამზადდა დამატებითი სპეციალისტები და ასოციაციას უკვე 80-ის ნაცვლად, 150 ადრეული ასაკის მოსარგებლეს მომსახურება შეუძლია. გარდა ამისა, ასოციაცია “ანიკას” ორი მოსარგებლე “მაკდონალდსშია” დასაქმებული.
“ეს პროგრამა ბავშვებს ეხმარება, რომ არ დადგეს შეზღუდული შესაძლებლობა და ადრეულ ასაკშივე მოხდეს სწორი ჩარევა. უშუალოდ სენსორული განვითარების ოთახს აქვს უდიდესი მნიშვნელობა, თითოეული შეგრძნება ვითარდება ამ სივრცეში. ასოციაცია “ანიკა” 30 წლის განმავლობაში მუშაობს და ასეთი შესაძლებლობა მხოლოდ წელს მოგვეცა, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით “მაკდონალდს საქართველოს” გუნდს. რომ არა “მაკდონალდსი” ჩვენ კიდევ ბევრი წელი ვერ ავისრულებდით ამ ოცნებას.” აცხადებს ირინე ინასარიძე - ასოციაცია „ანიკას“ დამფუძნებელი და დირექტორი.
13 ოქტომბერს „მაკდონალდს საქართველო“ ასოციაცია „ანიკას“ ესტუმრა, ბავშვებს საყვარელი ჰეფი მილებით გაუმასპინძლდა და მათთვის სიხარულით სავსე დღესასწაული მოაწყო.
„მაკდონალდსისთვის ბავშვებზე ზრუნვა უპირველესი მისიაა, რაც ყოველწლიურად, McHappy Day-სა თუ სხვა კამპანიების ფარგლებში მრავალი ორგანიზაციის დახმარებაში გამოიხატება. McHappy Day, ეს არის კამპანია, როცა ღიმილის მიღმა, კიდევ უფრო დიდი მისია დგას - სიყვარული, მხარდაჭერა და ერთიანობა. ასეულობით ბავშვის ღიმილი – ეს არის შედეგი იმ მრავალწლიანი საქველმოქმედო კამპანიისა, რომელიც კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობის მთავარ გამოხატულებად იქცა. წელს გადავწყვიტეთ კიდევ ერთი ორგანიზაციისთვის აღმოგვეჩნა დახმარება. მომხმარებლების აქტიური თანამონაწილეობით, ასოციაცია “ანიკას” სივრცეში მოეწყო სრულად აღჭურვილი სენსორული ოთახი, სადაც პატარები უნარების გაუმჯობესებასა და განვითარებას შეძლებენ. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ისიც, რომ პროექტის ფარგლებში “მაკდონალდსის” მხარდაჭერით და ინიციატივით სპეციალისტების სპეციალური გადამზადება მოხდა, რამაც საშუალება მისცა ცენტრს მოსარგებლეების რიცხვი მნიშვნელოვნად გაეზარდათ. “მაკდონალდსისთვის” თითოეული ბავშვი განსაკუთრებული და მნიშვნელოვანია. გვინდა მათ სახეზე ღიმილს მუდმივად ვხედავდეთ,“ აღნიშნავს „მაკდონალდს საქართველოს“ მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ელენე ბაღათურია.
„მაკდონალდსი საქართველო“ McHappy Day-ის ფარგლებში წლების განმავლობაში ახორციელებს მნიშვნელოვან ინიციატივებს, რომელთა მიზანია განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვების მხარდაჭერა და მათთვის განათლებისა და განვითარების ხელშეწყობა. ეს არის კამპანია, რომელიც აერთიანებს ბრენდს და მომხმარებლებს საერთო მიზნისთვის - მეტი სითბოს, ზრუნვისა და შესაძლებლობების გაზიარება იმ ადამიანებთან, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება.
McHappy Day-ის საქველმოქმედო აქტივობების ფარგლებში, წლების განმავლობაში „მაკდონალდსმა“ დახმარება გაუწია არაერთ ორგანიზაციას სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის: თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისში, რუსთავსა და კოჯორში.
დეტალური ინფორმაცია პროექტების შესახებ ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე:
https://www.mcdonalds.ge/ge/happy-days