21 წლის ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანი კორეული Vogue-ის გარეკანზე გამოჩნდა.  კორეული Vogue-ის მაისის ნომრის გარეკანზე მატილდას იტალიური ბრენდი Miu Miu აცვია.

ცნობისთვის, Vogue-ის გარეკანზე გამოჩენა  უბრალოდ ლამაზი ფოტოსესია არ არის,  ეს მოდის ინდუსტრიაში ერთგვარი გლობალური აღიარებაა.

ბევრი მოდელი წლობით მუშაობს, რათა ერთხელ მაინც მოხვდეს Vogue-ის გარეკანზე, მატილდამ კი 2024 წელს ნიდერლანდური ,,ვოგის" გარეკანიც დაამშვენა.