4 მაისს, „მაკდონალდს საქართველოსა“ და „საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას“ შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის თანახმად, „მაკდონალდსი“ UEFA-ს 21 წლამდე ნაკრებთა 2023 წლის ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ოფიციალური პარტნიორი გახდა.
მემორანდუმს ხელი „მაკდონალდს საქართველოს“ გენერალურმა დირექტორმა თენგიზ კაპანაძემ და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა მოაწერეს. ხელმოწერის ცერემონიას „მაკდონალდს საქართველოს” პრეზიდენტი თემურ ჭყონია და ფეხბურთის ფედერაციის სხვა წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
2023 წელს UEFA-ს 21-წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატს საქართველო და რუმინეთი უმასპინძლებენ. ჩვენი ქვეყნის მასშტაბით ჩემპიონატი 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით სამ ქალაქში: თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში გაიმართება, სადაც გულშემატკივრები სხვადასხვა ქვეყნიდან მოიყრიან თავს. საქართველოში მიმდინარე ჩემპიონატი ყურადღების ცენტრში მოექცევა ახალი ტალანტების მოძიებისა და აღმოჩენის კუთხითაც. „მაკდონალდს“ საქართველო“ კი, როგორც სპორტის აქტიური მხარდამჭერი ჩემპიონატის მასპინძლობაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.
ჩემპიონატის მასპინძლობის მნიშვნელობასა და ამ პროცესში კომპანიის ჩართულობაზე ისაუბრა „მაკდონალდს საქართველოს“ გენერალურმა დირექტორმა თენგიზ კაპანაძემ. მისი თქმით, „მაკდონალდსისთვის“ მასშტაბური სპორტული ღონისძიებების მხარდაჭერა მნიშვნელოვანია:
„მაკდონალდსისთვის“ ძალიან მნიშვნელოვანია სპორტი და სპორტთან ახლოს ყოფნა. მოგეხსენებათ, „მაკდონალდსი“ ოლიმპიური კომიტეტის ოფიციალური რესტორანია და ბუნებრივია, ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია, ახლოს ვიყოთ იმ საზოგადოებასთან, სადაც ჩვენი რესტორნებით ვართ წარმოდგენილები. ძალიან დიდი პატივია, რომ საინტერესო, მრავალფეროვან და მაღალი სტანდარტის ღონისძიებაში ვიღებთ მონაწილეობას“, - განაცხადა თენგიზ კაპანაძემ.
ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა „მაკდონალდსს“ მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, საქართველომ 2023 წელს UEFA-ს 21-წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატს უმაღლესი სტანდარტებით უმასპინძლოს.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ის პარტნიორი, რომელიც აქამდე გვყავდა, თუმცა დღეს უნდა გამოვარჩიოთ კომპანია „მაკდონალდსი“ და დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მის ხელმძღვანელებს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, სანიმუშო და სამაგალითო მასპინძლები ვიყოთ. ყველა ის პროექტი, რაც „მაკდონალდსთან“ ერთად გვაქვს დაგეგმილი, ტურნირს ძალიან წაადგება. ასეთი ფართომასშტაბიანი ღონისძიება საქართველოში ჯერ არ ჩატარებულია, შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბევრი ისეთი პარტნიორი გვყავდეს, რომლებიც ტურნირს გააძლიერებენ. დარწმუნებული ვარ, რომ როგორც სპორტული, აგრეთვე საორგანიზაციო კუთხით სანიმუშო მასპინძლები ვიქნებით“, - განაცხადა დავით მუჯირმა.
„მაკდონალდს საქართველოს” პრეზიდენტის თემურ ჭყონიას განცხადებით, „მაკდონალდს საქართველო“ და „კოკა-კოლა“ ჩემპიონატს მაქსიმალურ პოპულარიზაციას გაუწევს, რათა მსოფლიომ დაინახოს, რომ კომპანიები, რომლებიც საერთაშორისო ფეხბურთის განვითარებას უწყობენ ხელს, ფედერაციის გვერდით არიან:
„ჩვენი ქვეყანა ძალიან საინტერესო მდგომარეობაშია, რადგან ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი საქართველოში და რუმინეთში ტარდება. ეს არის ფედერაციის ძალიან დიდი შრომის შედეგი და გულშემატკივრები, მშობლები, ბავშვები, მაქსიმალურად უნდა მოემზადონ იმისათვის, რომ აჩვენონ, რომ ქვეყანა, სადაც იბადებიან ისეთი ფეხბურთელები, როგორიც მამარდაშვილი, კვარაცხელია, დავითაშვილი, მიქაუტაძე, კალაძე, გუცაევი და ყიფიანი, გულშემატკივრებსაც უყვართ (ეს ცოტა დასალაგებელი ხომ არ არის?) ფეხბურთი და მასზე დასწრება აუცილებელია. აქედან გამომდინარე, ჩვენი კომპანიები: „მაკდონალსი“ და „კოკა-კოლა“ მაქსიმალურს გააკეთებს იმისათვის, რომ პრომოუშენი გაუკეთოს ამ თემას ქვეყნის მასშტაბით და დაინახოს მთელმა მსოფლიომ, რომ კომპანიები, რომლებიც საერთაშორისო ფეხბურთის განვითარებას უწყობენ ხელს, არიან ფედერაციის გვერდით და ფედერაციის დახმარებით უდიდესი შედეგი უნდა მივიღოთ“, - განაცხადა თემურ ჭყონიამ.
ჩემპიონატისთვის განსაკუთრებით ემზადება ყველასათვის საყვარელი „მაკდონალდსის“ „ქეთო“, რომელიც
ტურნირის მიმდინარეობისას მომხმარებლებთან ნაკრების ფორმით გამოჩნდება. გარდა ამისა, ტურნირისთვის შეიქმნება სპეციალური მენიუც. ასევე, „მაკდონალდსის“ აპლიკაციაში ერთგულ მომხმარებლებს ჩემპიონატის თემატიკით სპეციალური თამაში დახვდებათ. ევროპის ჩემპიონატის მიმდინარეობისას „მაკდონალდს საქართველო“ ერთგულ მომხმარებელს უამრავ სიურპრიზს შესთავაზებს. „მაკდონალდსი“ კი, სწორედ ის ადგილია, რომელიც სხვადასხვა ინტერესის მქონე ადამიანებს აერთიანებს.
#რაცგვაერთიანებს