Lamborghini მხოლოდ ავტომობილი არ არის — ეს არის ცხოვრების სტილი“, – ამის შესახებ Lamborghini-ს მარკეტინგისა და გაყიდვების ხელმძღვანელი ფედერიკო ფოსკინი აცხადებს, რომელიც თბილისში Lamborghini-ს შოურუმის გახსნაზე დასასწრებად ჩამოვიდა. „თეგეტა ჰოლდინგის“ წარმომადგენლებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ფოსკინიმ თქვა, რომ ქართველ მომხმარებელს სწორედ ამ უნიკალურ გამოცდილებას გაუზიარებენ.

Lamborghini ფუფუნების პროდუქტია და მათთვის, ვისაც მისი შეძენა შეუძლია,. ეს არა მხოლოდ ავტომობილის ყიდვას, არამედ ცხოვრების წესის შეცვლას ნიშნავს.

დღეისათვის Lamborghini-ს მომხმარებლების მნიშვნელოვანი ნაწილი 40 წლამდე ახალგაზრდა მეწარმე და პროფესიონალია — წარმატებული ადამიანები, რომელთაც არ ეთაკილებათ საკუთარი მიღწევების დემონსტრირება. სწორედ მათზეა ორიენტირებული ბრენდი. სწორედ მათი საჭიროებების გათვალისწინებით ვმუშაობთ პარტნიორებთან ერთად მთელ მსოფლიოში და ახლა უკვე „თეგეტასთან“ ერთად საქართველოში“, - ამბობს Lamborghini-მარკეტინგისა და გაყიდვების ხელმძღვანელი.

ფოსკინის განცხადებით, „თეგეტასთან“ თანამშრომლობა ბრენდის გაფართოებისა და სამომავლოდ ახალი, უნიკალური გამოცდილების გაზიარების მყარ საფუძველს ქმნის.

აღმაშენებლის ხეივნის 129 ნომერში მდებარე Lamborghini-ს შოურუმი ფართო სამოდელო რიგს აერთიანებს. იტალიური ბრენდის თბილისური ცენტრის არქიტექტურა და დიზაინი სრულად Lamborgini-ს ესთეტიკას ასახავს. მომხმარებელი სრული სერვისის მიღებას ერთ სივრცეში შეძლებს.