კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ დემპინგის თემასთან დაკავშირებული პირველი საქმე დაასრულა. თემა ეხება ადგილობრივი ინდუსტრიის მხრიდან დაფიქსირებული განაცხადის საფუძველზე დაწყებულ შესწავლას, რომლის მიხედვითაც სომხეთიდან ხდებოდა ფილტრიანი სიგარეტების დემპინგური იმპორტი, 2022 წლის 14 მაისი - 2023 წლის 14 მაისის პერიოდში.
საკითხის შესწავლის პროცესში, სააგენტომ ინფორმაცია დაამუშავა როგორც ადგილობრივი, ასევე ექსპორტიორი ქვეყნის წყაროებზე დაყრდნობით. შესწავლის მიმდინარეობის ეტაპზე გამოიკვეთა დაინტერესებულ მხარეთა მაღალი ხარისხის ჩართულობა და თანამშრომლობაზე დაფუძნებული პროცესი.
შესწავლის დაწყების შემდეგ, რომლის შესახებ ინფორმირებული იქნა ყველა დაინტერესებული მხარე, ადგილობრივი ინდუსტრიის მიერ განცხადების გახმობის შემდეგ, სომხეთიდან იმპორტირებული ფილტრიანი სიგარეტების სავარაუდო დემპინგური ფასის შესახებ შესწავლა შეწყდა. კერძოდ, განმცხადებლის მითითებით, მის მიერ დასმულ პრობლემურ საკითხებთან მიმართებით, სააგენტოს მიერ საკითხის შესწავლის დაწყების შედეგად - ბაზარზე კონკურენტული გარემო გაუმჯობესდა, ბაზარზე არსებული ვითარება იცვლება, რაც იძლევა კეთილსინდისიერი კონკურენციის შესაძლებლობას ბაზრის მონაწილეებს შორის.