2023 წლის II კვარტალში გამოკითხული კომპანიების მხოლოდ 13%-მა გაზარდა გაყიდვების ფასები. რაც შეეხება 2023 წლის III კვარტლის მოლოდინს, გამოკითხულ კომპანიათა 15% ვარაუდობს გაყიდვების ფასების ზრდას.

PMCG-ის მაკრო მიმოხილვის მიხედვით, 2023 წლის II კვარტალში, ფასების ზრდას პროცენტულად ყველაზე მეტი კომპანია მშენებლობის სექტორში აფიქსირებს, რაც შესაძლოა, უკავშირდებოდეს უძრავ ქონებაზე მოთხოვნის გაზრდას.

ფასების ზრდის დინამიკა ყველაზე ნაკლებად მრეწველობის სექტორში შეინიშნება, ვინაიდან არცერთ გამოკითხულ კომპანიას არ გაუზრდია ფასები თავიანთ პროდუქციაზე 2023 წლის II კვარტალში.

2023 წლის II კვარტალში, 2023 წლის I კვარტალთან შედარებით, BAG ბიზნეს კლიმატი 3.8 ქულით გაუმჯობესდა და რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. აღნიშნულ პერიოდში, გამოკითხული კომპანიების მიერ მიმდინარე მდგომარეობის შეფასება გაუმჯობესდა 4.0 ქულით, ხოლო მომდევნო 6 თვის მოლოდინის მაჩვენებელი გაუმჯობესდა 3.6 ქულით.

2023 წლის II კვარტალში ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი ყველა სექტორში დადებითია. 2023 წლის II კვარტალში, 2023 წლის I კვარტალთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი გაუმჯობესდა მშენებლობისა და მომსახურების სექტორებში, ხოლო მრეწველობისა და ვაჭრობის სექტორებში გაუარესდა“, - ნათვქმია მიმოხილვაში.