თელმიკომ 3 წლის საქმიანობა შეაჯამა. მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ამ პერიოდის განმავლობაში თელმიკო  ელექტროენერგიის ბაზრის ერთ-ერთ მნიშვნელოვან  მონაწილედ  იქცა.

ამ დროის მავარ მიღწევებს შორის კომპანია ასახელებს:

  • თბილისის მასშტაბით ექვსი სერვის ცენტრის გახსნა, რომლებიც მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომობასა და კომფორტულ მომსახურებას უზრუნველყოფენ.
  • თანამედროვე ქოლ ცენტრის შექმნა, რომელიც მომხმარებლებს 24 საათის განმავლობაში ემსახურება. 2021 წლიდან კომპანიის ქოლ ცენტრი მომხმარებელს 4 მილიონზე მეტჯერ მოემსახურა, კლიენტთა მომსახურების განყოფილებებმა და მომხმარებელთა მომსახურების ცენტრებმა მიიღეს და ოპერატიულდ  უპასუხეს 205 ათასზე მეტ განცხადებასა და წერილს.
  • დისტანციური მომსახურების არხების დანერგვა, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს სწრაფად და კომფორტულად მოაგვაროს პრობლემები.
  • პროფესიონალთა გუნდის ფორმირება, რომელიც მზად არის გადაჭრას ურთულესი პრობლემები და უზრუნველყოს მომსახურების მაღალი დონე.

 თელმიკოს ძირითადი საქმიანობა მოიცავს ელექტროენერგიის მოხმარების დაგეგმვას და მის შეძენას, მომხმარებელთა მომსახურებას 24/7 რეჟიმში  და  ბაზარზე მომხმარებლის ფინანსური ნაკადების მართვას. კომპანია აქტიურად მონაწილეობს, საქართველოს ელექტროენერგიის ბაზრის რეფორმირების პროცესში, მარეგულირებელი და საკანონმდებლო ბაზის განხილვაში, რითაც თავისი წვლილი შეაქვს დარგის განვითარებაში.

„თელმიკო უკვე სამი წელია ეწევა ელექტრომიმწოდებელ საქმიანობას  თბილისში. დაარსების დღიდან ჩვენი მიზანი იყო საბითუმო და საცალო ბაზრებთან ეფექტური ურთიერთქმედების დანერგვა, სერვისების დიჯიტალიზაცია და მომსახურების მაღალი დონის უზრუნველყოფა. ამ წლების განმავლობაში, კომპანიამ დაიმკვიდრა თავი, როგორც ერთ-ერთმა წამყვანმა მოთამაშემ, რომელიც გამოირჩევა ინოვაციებისადმი სწრაფვით, მაღალი ხარისხის მომსახურებითა და მომხმარებლებთან ეფექტური ურთიერთქმედებით,“ - განაცხადა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, ანატოლი მარკოვმა.

სამომავლოდ, კომპანია აპირებს გააგრძელოს მომსახურების სტანდარტების გაუმჯობესება და მუდმივად უპასუხოს მომხმარებელთა მზარდ მოთხოვნებს. უახლოეს გეგმებში შედის ახალი სერვისების დანერგვა, რაც მომხმარებლებს მისცემს შესაძლებლობას მიიღონ მომსახურება სწრაფად და ეფექტურად.